ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

მიხეილ სააკაშვილი - მოვუწოდებ დე ფაქტო ხელისუფლებას, ჩემს საქმესთან დაკავშირებული "სასამართლოს" განაჩენის გამოცხადება, ჩემი ავადმყოფობის გამო გადაიტანონ

ნახვები: 532 მიხეილ სააკაშვილი - მოვუწოდებ დე ფაქტო ხელისუფლებას, ჩემს საქმესთან დაკავშირებული "სასამართლოს" განაჩენის გამოცხადება, ჩემი ავადმყოფობის გამო გადაიტანონ

მოვუწოდებ დე ფაქტო ხელისუფლებას, ჩემს საქმესთან დაკავშირებული "სასამართლოს" განაჩენის გამოცხადება, გადაიტანონ ჩემი ავადმყოფობის გამო, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის თქმით, მისი სურვილია, პროცესს დაესწროს.

„მოვუწოდებ დე ფაქტო ხელისუფლებას, ჩემს საქმესთან დაკავშირებული "სასამართლოს" განაჩენის გამოცხადება, გადაიტანონ ჩემი ავადმყოფობის გამო, რასაც დაგიდასტურებენ ჩემი მკურნალი ექიმები. ვინაიდან მაქვს სურვილი ვესწრებოდე აღნიშნულ სხდომას“, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმესთან დაკავშირებით მოსამართლემ განაჩენი, შესაძლოა, 14 მარტს გამოაცხადოს. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს, ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებული.

ასევე, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მოსამართლე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა. აღნიშნულ საქმეს, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა