ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა

ნახვები: 496 ურსულა ფონ დერ ლაიენი - ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა

მივესალმებით დღევანდელ ამბებს აშშ-უკრაინის მოლაპარაკებებზე. ეს დადებითი განვითარებაა, რომელიც შეიძლება იყოს ნაბიჯი უკრაინისთვის ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მყარი მშვიდობისკენ. ამის შესახებ იდენტურ განცხადებებს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა პლატფორმა X-ზე ავრცელებენ.

“მივესალმებით ამბებს ჯიდადან აშშ-უკრაინის საუბრებზე, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე წინადადებას და ამერიკული სადაზვერვო ინფორმაციისა და სამხედრო დახმარების აღდგენას.

ეს დადებითი განვითარებაა, რომელიც შეიძლება იყოს ნაბიჯი, ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მყარი მშვიდობისკენ უკრაინისთვის.

ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა.

ევროკავშირი მზად არის თავისი როლი შეასრულოს პარტნიორებთან ერთად სამომავლო სამშვიდობო მოლაპარაკებებში”, - წერენ ფონ დერ ლაიენი და კოშტა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა