ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

"ყოველი ეტაპირების დროს, ხდება ჩემი სრულიად გაშიშვლება" - არჩილ მუსელიანცი სასამართლოზე

ნახვები: 532 "ყოველი ეტაპირების დროს, ხდება ჩემი სრულიად გაშიშვლება" - არჩილ მუსელიანცი სასამართლოზე

სკანდალური ჩვენება საქალაქო სასამართლოში -  რეჟიმის ტყვემ, არჩილ მუსელიანცმა სხდომათა დარბაზში განაცხადა, რომ ყოველი ეტაპირების დროს მას აშიშვლებენ.

კამერების დაზიანების ბრალდებით დაკავებულმა დღეს მოსამართლე გიორგი არევაძეს უთხრა, რომ მისი უფლებები ირღვევა.

"მე არ მეძლევა სრულფასოვანი თავდაცვის უფლება... ყოველი ეტაპირების დროს სასამართლოში და სასამართლოდან, ხდება ჩემი სრულიად გაშიშვლება", - თქვა მუსელიანცმა.

რეჟიმის პატიმრის საქმე არსებით განხილვაზე გადავიდა. 

შეგახსენებთ, არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს დააკავეს. თავდაპირველად ის ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული, თუმცა შემდეგში, აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლით ჩადენილი დანაშაულით, 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაუკვალიფიცირდა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და განადგურებას.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში არჩილ მუსელიანცს 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა