ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

არჩილ მუსელიანცის სასამართლოზე ის მოწმე პოლიციელი მიიყვანეს, რომელმაც ჩვენება სხვა სინდისის პატიმრის წინააღმდეგაც მისცა

ნახვები: 507 არჩილ მუსელიანცის სასამართლოზე ის მოწმე პოლიციელი მიიყვანეს, რომელმაც ჩვენება სხვა სინდისის პატიმრის წინააღმდეგაც მისცა

არჩილ მუსელიანცის სასამართლოზე ის მოწმე პოლიციელი მიიყვანეს, რომელმაც ჩვენება სხვა სინდისის პატიმრის, ანზორ კვარაცხელიას წინააღმდეგაც მისცა. 

"დიახ, ორივე საქმეზე მოვედი კი და კიდევ ბევრზე მოვალ" - უთხრა პოლიციელმა "პირველებს"

მანამდე კი სამართლამცველი, ლევან ჩხიკვაძე სასამართლო დარბაზში ამტკიცებდა, რომ დაკავების შემდეგ მუსელიანცი მან გამოკითხა, სინდისის პატიმარმა კი საკუთარი თავი კადრებში ამოიცნო. ამ ნათქვამს პროცესზე მუსელიანცის გაღიზიანება მოჰყვა, მან პოლიციელი სიცრუეში დაადანაშაულა.

სინდისის პატიმარმა თქვა, რომ პოლიციის განყოფილებაში მასზე ფსიქოლოგიური ტერორი მიმდინარეობდა. როგორც მუსელიანცი ამბობს, მას ოპოზიციონერი ლიდერის დასახელებას აიძულებდნენ. 

მოწმე პოლიციელი სასამართლო დარბაზის დასრულების შემდეგ ამტკიცებდა, რომ მუსელიანცის გამოკითხვისას, არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.  

რეჟიმის პატიმრის საქმე არსებით განხილვაზე გადავიდა. 

  • შეგახსენებთ, არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს დააკავეს. თავდაპირველად ის ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული, თუმცა შემდეგში, აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლით ჩადენილი დანაშაულით, 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაუკვალიფიცირდა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და განადგურებას.
  • ბრალის დამტკიცების შემთხვევაში არჩილ მუსელიანცს 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ტვპირველი

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა