ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

გია ვოლსკი - „პიჯაკების საქმე“ დაარქვეს, რაც პროპაგანდისტულია

ნახვები: 512 გია ვოლსკი - „პიჯაკების საქმე“ დაარქვეს, რაც პროპაგანდისტულია

სააკაშვილი ლაპარაკობს, რომ საქართველო გადაარჩინა, თითქოს, რუსეთს თბილისისკენ ჰქონდა გადაწყვეტილი სიარული და ის მათ წინ გადაუდგა, ან ღრუბელ-ღრუბელ იფრინა და ფოთში შეაკავა რუსეთის არმიის აგრესია - ეს ხომ მოგონილი ტყუილებია?! ქვეყნის 20% არის ოკუპირებული იმის გამო, რომ სააკაშვილმა ქვეყნის ინტერესებს თავისი ინტერესები ამჯობინა, - ამის შესახებ გია ვოლსკიმ განაცხადა და დასძინა, - სააკაშვილმა სახელმწიფოს ბიუჯეტიდან თანხები პირადი ფუფუნებისთვის დახარჯა.

„რას ჰქვია ქვეყანა არ ჩააბარა [რუსეთს]?! არ ჩააბარა კი არა, ჩააბარა. ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული იმის გამო, რომ სააკაშვილმა არ იმოქმედა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და თავისი ინტერესები ამჯობინა, როდესაც ერთი მხრივ, რუსები დააკმაყოფილა, ხელსაყრელი რეგიონები დაიპყრეს, მეორე მხრივ, დასავლეთთან გამოჩნდა რუსეთთან მებრძოლ გმირად და წითელი ხალიჩა დაიმსახურა. აიშენა სასახლე და ყველაფერი, რაც მას აინტერესებდა, აღისრულა. ვისაც უნდოდა აძევებდა, ვისაც უნდოდა თავს მოაჭრიდა, რა თანხაც უნდოდა იმას დახარჯავდა კოსმეტიკისთვის, შიშველი ქალის სურათისთვის, კბილებით მასაჟისთვის და უამრავი სხვა თემაა, რომელიც წარმოუდგენელია, თანამედროვე მსოფლიოში, რომ დემოკრატიულ სამყაროში ასეთი ხარჯები გასწიოს ქვეყნის ლიდერმა. აქ მარტო 9 მილიონში არ არის საქმე. აქ არის საქმე იმ გარყვნილებასთან მიმართებაში, რასაც ჰქვია ქვეყნის ფეხქვეშ გაგდება, ადამიანების წამება, წართმევა, იქით ხარჯები, როგორიც გინდა. ეს რაც დათვლილია და რაც ვიცით. როგორ შეიძლება რომ პრეზიდენტი ბოტოქსისთვის ამდენ ხარჯს გასწევდეს? ან დასვენებისთვის, მოგზაურობისთვის? ამ საქმეს „პიჯაკების საქმე“ დაარქვეს. აბსოლუტურად უსამართლოა ეს, პროპაგანდისტულია. არ არის მანდ პიჯაკები. პიჯაკებიც არის, საათებიც, მოგზაურობაც, დროს ტარებაც და უშველებელი რესურსი, რომელიც დახარჯულია გახდომაში, კოსმეტიკაში, ბოტოქსებში, საჩუქრებში, მოგზაურობაში და ა.შ.," - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო თეიმურაზ ჯანაშიას 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა