ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

ევროპის ქვეყნებს შორის უკრაინის საკითხზე ძალიან ფართო კონსენსუსი ჩნდება

ნახვები: 536 ევროპის ქვეყნებს შორის უკრაინის საკითხზე ძალიან ფართო კონსენსუსი ჩნდება

ძალიან ფართო კონსენსუსი ჩნდება, რომ უკრაინის უსაფრთხოების პირველი გარანტია, ცხადია, თავად უკრაინის არმიაა, - ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის საქმეთა მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ პარიზში ხუთი ევროპული ქვეყნის თავდაცვის ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩნდება სიტყვა "დემილიტარიზაცია", მაგრამ ეს ასე არ არის. პირიქით, გრძელვადიანი უსაფრთხოების რეალური გარანტია იქნება ის შესაძლებლობები, რაც ჩვენ შეგვიძლია მივცეთ უკრაინის არმიას", - დასძინა სებასტიან ლეკორნუმ.

მისი თქმით, გენერალური შტაბის უფროსებმა დაიწყეს ვარიანტების შემუშავება, რათა წარუდგინონ პოლიტიკურ ლიდერებს მოკლე ან საშუალოვადიან პერსპექტივაში, თუ როგორი შეიძლება იყოს უსაფრთხოების არქიტექტურა ხანგრძლივი მშვიდობისთვის, ან თუნდაც ცეცხლის შეწყვეტისთვის.

საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, ამ ეტაპზე დაახლოებით თხუთმეტმა ქვეყანამ გამოავლინა ინტერესი ამ პროცესის გაგრძელების მიმართ. 

შეგახსენებთ, ხუთი ევროპული ქვეყნის - საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, იტალიისა და პოლონეთის - თავდაცვის მინისტრებმა გუშინ პარიზში ევროპის უსაფრთხოებისა და უკრაინის დახმარების საკითხებზე მოლაპარაკებები გამართეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა