ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

ოლიგარქის არჩილ გორდულაძე: ოპოზიციონერები უსამშობლოებთან ერთად უბედურები არიან, რადგან აგენტის ბედი ძალიან უბედურია

ნახვები: 519 ოლიგარქის არჩილ გორდულაძე: ოპოზიციონერები უსამშობლოებთან ერთად უბედურები არიან, რადგან აგენტის ბედი ძალიან უბედურია

არც პაატა მანჯგალაძეს, არც ალეკო ელისაშვილს, არც სალომე სამადაშვილს და არც სხვა ბევრ სახელ და გვარს არავინ არ ეკითხება ვინ სად გაერთიანდება, ვინ ვის გაუწყრება, გაუბრაზდება და სხვა პარტიის სახელით იმოქმედებს - ახლა თითქოს დგამენ იმ შოუს, რომ ერთმანეთში დაპირისპირება აქვთ და ინტერესებს ვერ იყოფენ, მაგრამ როგორც კი დავალება მოუვათ ზუსტად ისე გაერთიანდებიან, როგორც 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში გაერთიანდნენ, - ამის შესახებ ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა

მისი თქმით, ოპოზიციონერები „უსამშობლოებთან ერთად უბედურები არიან, რადგან აგენტის ბედი ძალიან უბედურია”.

„არც პაატა მანჯგალაძეს, არც ალეკო ელისაშვილს, არც სალომე სამადაშვილს და არც სხვა ბევრ სახელ და გვარს არავინ არ ეკითხება ვინ სად გაერთიანდება, ვინ ვის გაუწყრება, გაუბრაზდება და სხვა პარტიის სახელით იმოქმედებს. მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, ეს მათი გადასაწყვეტი არ არის - ეს ადამიანები ჩვეულებრივი აგენტურის წარმომადგენლები და ჯაშუშები არიან. მიღებულ დავალებაზე კი ჯაშუშის ერთადერთი პასუხი ის არის “რამდენად სწრაფად უნდა შევასრულო დავალება”. მათ არავინ არ ეკითხება იმას გააკეთებენ თუ არა - დავალება მიღებულია და უნდა შესრულდეს დათქმულ დროსა და ადგილას. ეს არის მათი მოცემულობა და ამიტომ ვამბობთ, რომ ეს ადამიანები უსამშობლოებთან ერთად უბედურები არიან, რადგან აგენტის ბედი ძალიან უბედურია. ეს ადამიანები ახლა ცდილობენ, რომ რაღაც შოუ დადგან - ზუსტად იგივე მოცემულობაა, რაც არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობასთან დაკავშირებით. ახლა თითქოს დგამენ იმ შოუს, რომ ერთმანეთში დაპირისპირება აქვთ და ინტერესებს ვერ იყოფენ, მაგრამ როგორც კი დავალება მოუვათ ზუსტად ისე გაერთიანდებიან, როგორც 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში გაერთიანდნენ. გვახსოვს, ალეკო ელისაშვილი როგორ აგინებდა ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს, მაგრამ შემდეგ გამოგვეცხადა და ერთმანეთს ისე „გადაეფსკვნენ“, როგორც ბავშვობის ძმაკაცები. რა პრობლემაა? - მათთვის არც ნათქვამ სიტყვას აქვს აზრი, არც მოქმედებას - მთავარი დავალებაა. დავალება მიიღეს, რომ უნდა გაერთიანებულიყვნენ და გაერთიანდნენ. ასეთივე მოცემულობა იქნება მომავალში, ამიტომ, როცა ადამიანი ჯაშუშობაზე აწერს ხელს, ის კარგავს საკუთარ თავს, იდენტობას, სინდისს, ნამუსს და ადამიანობას“, - განაცხადა გორდულაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა