ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

საქმე, რომელსაც განიხილავთ, გაყალბებულია, ოქმიც არის გაყალბებული - მზია ამაღლობელი

ნახვები: 500 საქმე, რომელსაც განიხილავთ, გაყალბებულია, ოქმიც არის გაყალბებული - მზია ამაღლობელი

საქმე, რომელსაც განიხილავთ, მინდა გითხრათ, რომ გაყალბებულია, - ასე მიმართა გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, რომელიც მის წინააღმდეგ მიმდინარე ადმინისტრაციულ საქმეს განიხილავს.

როგორც ამაღლობელმა აღნიშნა, მას კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები არ ჩაუდენია.

„საქმე, რომელსაც განიხილავთ, მინდა გითხრათ, რომ გაყალბებულია. ოქმიც არის გაყალბებული. სტიკერი ნამდვილად გავაკარი, სრულიად გააზრებულად. კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები არ ჩამიდენია და არც მოწოდებები იყო. ამას არ ჰქონდა ადგილი უბრალოდ. ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ პოლიციის თანამშრომლებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფასო, ესეც სიცრუეა. უბრალოდ ვერ ნახავენ კადრს ან ადამიანს, რომ ამ სიტყვებს გამოვიყენებდი მე. არც დახურულ სივრცეში და არც საჯაროდ სიტყვიერი შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია. კარგი იქნება, თუ სასამართლო მე და ჩემ ადვოკატებს მოგვცემს იმის უფლებას, რომ ჩემი უკანონო დაკავება დავამტკიცოთ“, - განაცხადა მზია ამაღლობელმა.

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე, გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს. სხდომას მზია ამაღლობელი დისტანციურად ესწრება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა