მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედა - მე ვერ შემაჩერებთ
ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიოს შეუძლია, რუსეთის ტერორს უკრაინისთვის ახალი დახმარების პაკეტებით უპასუხოს
გერმანიის კანცლერი - ეს ირანის რეჟიმისთვის ბოლო დღეები და კვირებია
Emergency power outages introduced in Kyiv and Bucha district
Ukrainian ambassador tells UN Security Council Russia's collapse is inevitable
Ukrainian forces destroy Russian radar, two air defense systems in Zaporizhzhia, Donetsk sectors
Forty countries become Ukraine's partners in digital security
Arctic Sentry: Europe seeks to strengthen NATO mission amid Trump's statements on Greenland – media

პროკურორის განცხადებით, კესარია აბრამიძის საქმეში არსებული მოწმის ჩვენებით, ბექა ჯაიანი აბრამიძეს უწოდებდა „ბუნების შეცდომას“, მახინჯს, სცემდა, ახრჩობდა, ეუბნებოდა რომ მამაკაცი იყო

13.03.2025 ნახვები: 487

[კესარია აბრამიძეს] უწოდებდა „ბუნების შეცდომას“, უმოწმებდა ტელეფონს, უკონტროლებდა ჩაცმის სტილს და თუ რამე არ მოსწონდა, სცემდა, ყელში ახრჩობდა, თმითაც უთრევია, - ეს სიტყვები ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანის საქმის პროკურორმა, გრიგოლ ნიშნიანიძემ სასამართლოში, დასკვნით სიტყვის წარმოთქმისას, მოწმის ჩვენებიდან წაიკითხა.

პროკურორი აჯამებს იმ მტკიცებულებებს, რომელიც სახელმწიფო ბრალდებას აქვს წარმოდგენილი.

გრიგოლ ნიშნიანიძე სასამართლოს სხდომათა დარბაზში დიდ მონიტორზე ახდენს მტკიცებულებათა ნაწილის დემონსტრირებას, მათ შორის, აჩვენა მკვლელობის იარაღი - დანა და შემთხვევის ადგილი.

პროკურორის თქმით, კესარია აბრამიძე განსაკუთრებული სისასტიკით არის მოკლული, ამას სხვა მტკიცებულებებთან ერთად ჭრილობების რაოდენობაც მოწმობს - 28 დაზიანება, რომელიც მას სხეულის თითქმის ყველა ნაწილზე ჰქონდა.

პროკურორმა ასევე გამოაქვეყნა მოწმეთა ჩვენებები, რომელთა უმეტესობაც ჯაიანის მხრიდან აბრამიძის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე საუბრობენ.

„[ბექა ჯაიანი] უმოწმებდა ტელეფონს, უკრძალავდა სხვა პირებთან კომუნიკაციას, უწოდებდა „ბუნების შეცდომას“, მახინჯს. [მოწმეს] არაერთხელ გაუგია სახლიდან მტვრევის ხმა, უნახავს კესარიას დაზიანებები".

კიდევ ერთი მოწმის ჩვენებით, ბექა ჯაიანი კესარია აბრამიძეს სისტემატურად აკონტროლებდა.

„იშვიათად გამოდიოდა სახლიდან, რისი მიზეზიც ბექა ჯაიანი იყო. ბექა მას ამცირებდა, ეუბნებოდა რომ მამაკაცი იყო და ამის გამო სცემდა, თითქმის ყოველდღიურად სცემდა, დალურჯებული სხეული მაჩვენა, რისი მიზეზიც ტელეფონზე შესული შეტყობინება იყო, რისი ჩვენებაც ჯაიანმა სთხოვა, უარის შემდეგ კი ის სცემა“, - აცხადებს მოწმე.

კიდევ ერთი მოწმის ჩვენების მიხედვით, მან მკვლელობის დროს კესარია აბრამიძის ყვირილი გაიგო - „ნუ მირტყამ, არ დამარტყაო - შემდეგ კი, დაინახა როგორ ჩარბოდა კიბეებზე ბექა ჯაიანი".

ამ წუთებში ბრალდებულთან განხორციელებულ ფარულ ჩანაწერს იკვლევენ.

ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა