დრონებით თავდასხმის შემდეგ ოკუპირებული ხერსონის ნაწილი, ყირიმი და დონეცკი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
მიხეილ სააკაშვილი: ზურაბიშვილი ზელენსკისგან ჩემს დაკავებასა და საქართველოში გადაცემას ითხოვდა
მიხეილ სააკაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, რომელიც საქართველოს ჰყოლია
ირაკლი კობახიძე: 78-ე მუხლი ევროინტეგრაციისთვის ყველა გონივრული ზომის მიღებას გულისხმობს და არა ეროვნული ინტერესების დათმობას
გოჩა მირცხულავა პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად „საქართველოს ეროვნული შეთანხმების აქტის“ პროექტს აქვეყნებს
ოკუპირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
კობახიძე: ანაკლიის პორტზე მიმდინარე სამუშაოების ღირებულება 151.4 მილიონ დოლარამდე შემცირდა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“: სტრასბურგის სასამართლომ „ფარასა“ და „გრანტების შესახებ“ კანონებზე საჩივრების განხილვა დაიწყო

დონალდ ტრამპი - ევროკავშირი ძალიან საძაგელია - ცუდად გვეპყრობიან, ჩინეთიც ცუდად გვეპყრობა

14.03.2025 ნახვები: 444

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ევროპა აშშ-ს "ცუდად ექცევა". ექსპორტთან დაკავშირებით ტრამპმა განაცხადა, რომ "მათთან თითქოს ცალმხრივი ქუჩაა".

"ევროპას თუ შეხედავთ, ევროკავშირს თუ შეხედავთ - იქ ჩვენი მანქანების გაყიდვა არ შეგვიძლია, ვინაიდან, ეს აკრძალულია მათი პოლიტიკის გამო და მათი არაფინანსური ტარიფების გამო. შეფერხებებს გიქმნიან ისე, რომ ამაზე არაფრის გაკეთება არ შეგიძლია.

თუ შეხედავთ, ანუ მანქანებს არ ვყიდით ევროპაში, ფაქტობრივად. მათგან მილიონობით მანქანას ვყიდულობთ. ისინი არ იღებენ ჩვენს სოფლის მეურნეობას, ჩვენ ვიღებთ მათგან. თითქოს ცალმხრივი ქუჩაა მათთან. ევროკავშირი ძალიან, ძალიან საძაგელია.

ჩვენს კომპანიებს სასამართლოში ედავებიან. Apple იძულებული იყო 16 მილიარდი აშშ დოლარი გადაეხადა… სასამართლოში ედავებიან Google-ს, სასამართლოში ედავებიან Facebook-ს, ყველა ამ კომპანიას და მილიარდობით აშშ დოლარს იღებენ ამერიკული კომპანიებისგან…

ცუდად გვეპყრობიან. ჩინეთიც, აშკარაა, ცუდად გვეპყრობა. თითქმის ყველა [ცუდად გვეპყრობა]. და ყოფილ პრეზიდენტებს ვაბრალებ, სიმართლე რომ გითხრათ”, - განაცხადა ტრამპმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა