ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

ემანუელ მაკრონი - მივესალმები განცხადებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების დასრულების შესახებ

ნახვები: 483 ემანუელ მაკრონი - მივესალმები განცხადებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების დასრულების შესახებ

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სამშვიდობო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება და აცხადებს, რომ ეს გზას გაუხსნის ხანგრძლივ მშვიდობას სამხრეთ კავკასიაში.

„მივესალმები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების დასრულების შესახებ განცხადებას. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას ახლა დაბრკოლებები აღარ აქვს, რამაც გზა უნდა გაუხსნას სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივ მშვიდობას“, - წერს მაკრონი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ. „სამშვიდობო ხელშეკრულება მზად არის ხელმოწერისთვის. სომხეთის რესპუბლიკა მზად არის დაიწყოს კონსულტაციები აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან ხელშეკრულების ხელმოწერის დროსა და ადგილზე” , - ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა