ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

18 მარტიდან ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი

ნახვები: 470 18 მარტიდან ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი

საქართველოში 18 მარტიდან ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, 18 მარტიდან, ზოგ რეგიონში ნავარაუდევია წვიმა და ქარი.

„საქართველოში ჯერ ნარჩუნდება მზიანი და უნალექო ამინდი. დასავლეთ საქართველოში, 18 მარტს, საღამოს საათებიდან მოიღრუბლება, დღის ბოლოს უმეტეს რაიონში გაწვიმდება, ტემპერატურა კლებას დაიწყებს. ტემპერატურის კლება მთელი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება. მთაში, ან მაღალ მთაში, მოსალოდნელია 1 გრადუსი.

18 მარტიდან საქართველოში ამინდი იცვლება.დასავლეთ საქართველოში უფრო ადრე დაიწყებს ტემპერატურა კლებას, 19-20 მარტიდან კი აღმოსავლეთ საქართველოსა და დედაქალაქში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, ქარის გაძლიერება.

დედაქალაქში 19 მარტიდან დაიწყება ნალექი. კვირის განმავლობაში მთიან და მაღალმთიან რაიონებში თოვლიც არის მოსალოდნელი“,- აღნიშნა გვაზავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა