ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces
Russia will pay the price for strikes on Pryluky and Kramatorsk – Zelensky
Khmara, Pistorius discuss Ukraine's key needs to protect critical infrastructure
UK to provide GBP 54M in winter support to Ukraine

თინა ბოკუჩავა - ივანიშვილის რეჟიმის მიმართ აშშ-ის არაღიარების პოლიტიკა არ შეიცვლება

ნახვები: 556 თინა ბოკუჩავა - ივანიშვილის რეჟიმის მიმართ აშშ-ის არაღიარების პოლიტიკა არ შეიცვლება

ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში ქართველ ხალხს და ჩვენს ევროატლანტიკურ მოსწრაფებებს ძალიან მყარი მხარდაჭერა აქვს და რომ აშშ-ის არაღიარების პოლიტიკა ივანიშვილის რეჟიმის მიმართ არ შეიცვლება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

თინა ბოკუჩავას თქმით, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის აღდგენის ერთადერთი გზა საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა.

„აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოში, ორივე პალატაში, ორივე პარტიაში ქართველ ხალხს და ჩვენს ევროატლანტიკურ მოსწრაფებებს აქვს ძალიან მყარი მხარდაჭერა და აშშ-ის არაღიარების პოლიტიკა ივანიშვილის მიმართ არ შეიცვლება, არ შეიცვლება არც სანქციების გადაწყვეტილებები. შესაბამისად, ერთადერთი გზა, რომ აღვადგინოთ ჩვენი ურთიერთობები ჩვენს უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორთან არის ახალი საპარლამენტო სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. ურთიერთობის გადატვირთვის აშშ-სთან გზა მხოლოდ ეს არის“, -განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა