ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

კირ სტარმერი - პუტინმა უკრაინაზე ბარბაროსული შეტევები უნდა შეწყვიტოს და ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს

ნახვები: 533 კირ სტარმერი - პუტინმა უკრაინაზე ბარბაროსული შეტევები უნდა შეწყვიტოს და ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს

პუტინმა უკრაინაზე ბარბაროსული შეტევები უნდა შეწყვიტოს და ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ე.წ. „მსურველთა კოალიციის“ ვირტუალური შეხვედრის დაწყებისას განაცხადა.

„თუ პუტინი მშვიდობის მიმართ სერიოზულად არის განწყობილი, მაშინ ეს ძალიან მარტივია, მან უკრაინაზე თავისი ბარბაროსული შეტევები უნდა შეწყვიტოს და ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს. ჩვენ წინსვლა უნდა გავაგრძელოთ, მყარი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის უნდა მოვემზადოთ“, - განაცხადა კირ სტარმერმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ შეხვედრაში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც მონაწილეობს.

„პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომელიც დღეს დილით ჩვენთან ერთად არის, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ უკრაინა მშვიდობის მხარეს წარმოადგენს, რადგან ის 30-დღიან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა. ახლა რასაც ჩვენ ვხედავთ არის ის, რომ სწორედ პუტინი ცდილობს დროის გაჭიანურებას“, - აღნიშნა სტარმერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა