ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა ომის კიდევ ერთი კვირა მოიპარა

ნახვები: 449 ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა ომის კიდევ ერთი კვირა მოიპარა

ჯიდაში გამართული მოლაპარაკებების და ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ამერიკის წინადადების შემდეგ რუსეთმა თითქმის კიდევ ერთი კვირა მოიპარა - ომის კვირა, რომელიც მხოლოდ რუსეთს სურს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა ყველაფერს გააკეთებს დიპლომატიის კიდევ უფრო გააქტიურებისთვის.

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დიპლომატია ეფექტური იყოს. მაგრამ ახლა ყოველი დღე არის ჩვენი დამოუკიდებლობის, ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ხალხის დაცვა. უნდა გვახსოვდეს - ეს არის ჩვენი ჯარის, მთელი ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების და ჩვენი სახელმწიფოს მხარდაჭერა, რომელიც განსაზღვრავს ყველაფერს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან მადლობა გადაუხადა უკრაინელ ჯარისკაცებს და ყველას, ვინც უკრაინის თავდაცვისთვის მოქმედებს.

„მადლობას ვუხდი ყველას, ვინც არ ავიწყდება, რომ უკრაინის თავდაცვა და სიმტკიცე უმთავრესია. მადლობელი ვარ ყველა უკრაინელი ჯარისკაცის, თითოეული ჩვენი ქვედანაყოფის. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მუშაობს ჩვენი თავდაცვისთვის და ჩვენი სახელმწიფოსთვის. უნდა გვახსოვდეს - სანამ ოკუპანტი ჩვენს მიწაზეა და სანამ საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმა ისმის, ჩვენ უნდა დავიცვათ უკრაინა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა