დრონებით თავდასხმის შემდეგ ოკუპირებული ხერსონის ნაწილი, ყირიმი და დონეცკი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
მიხეილ სააკაშვილი: ზურაბიშვილი ზელენსკისგან ჩემს დაკავებასა და საქართველოში გადაცემას ითხოვდა
მიხეილ სააკაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, რომელიც საქართველოს ჰყოლია
ირაკლი კობახიძე: 78-ე მუხლი ევროინტეგრაციისთვის ყველა გონივრული ზომის მიღებას გულისხმობს და არა ეროვნული ინტერესების დათმობას
გოჩა მირცხულავა პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად „საქართველოს ეროვნული შეთანხმების აქტის“ პროექტს აქვეყნებს
ოკუპირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
კობახიძე: ანაკლიის პორტზე მიმდინარე სამუშაოების ღირებულება 151.4 მილიონ დოლარამდე შემცირდა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“: სტრასბურგის სასამართლომ „ფარასა“ და „გრანტების შესახებ“ კანონებზე საჩივრების განხილვა დაიწყო

საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 4,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, ასევე დაემატა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმიდან სასჯელი 8 წლით და ჯამში თავისუფლების აღკვეთა 12,6 წლის ვადით განესაზღვრა

17.03.2025 ნახვები: 466

სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდებული, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიხეილ ჯინჯოლიას გადაწყვეტილებით, სააკაშვილს 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თუმცა, მას ასევე დაემატა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვიდან სასჯელი 8 წლით და საერთო ჯამში მას თავისუფლების აღკვეთა 12 წლითა და 6 თვის ვადით განესაზღვრა. განაჩენს სხდომათა დარბაზში მყოფების უკმაყოფილება და შეძახილები - „მონებო“ მოჰყვა.

საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის გამოცხადებას მესამე პრეზიდენტი კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურადაც არ დასწრებია. ის არც გასულ სხდომაზე გამოცხადებულა დისტანციურად, არადა, მას იმ ექსკლუზიური უფლებით უნდა ესარგებლა, რაც ბრალდებულს აქვს, საუბარია საბოლოო სიტყვის წარმოთქმაზე. სხდომაზე პენიტენციური დაწესებულებიდან წარმოდგენილი ოქმის მიხედვით, ის სხდომაზე გამოცხადებაზე უარს აცხადებდა და პროცესის მის გამოჯანმრთელებამდე გადადებას ითხოვდა. მოსამართლემ წარმოდგენილი ოქმი წაიკითხა, სადაც აღნიშნული იყო, რომ სააკაშვილი პროცესზე გამოცხადებაზე უარს აცხადებდა.

ეს განაჩენი უკვე მეორეა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ ბოლო დღეების განმავლობაში სააკაშვილის საქმეზე გამოიტანა. მანამდე, სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ახლა მხოლოდ ერთი ბრალდების სისხლის სამართლის საქმე დარჩა, რომელიც 7 ნოემბრის ეპიზოდს ეხება.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას გულისხმობს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო.

აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. უფრო კონკრეტულად, ელგუჯა ცომაიას მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებასა და დანაშაულის დაფარვას ედავებიან, ზურაბ და შალვა წოწორიებს, ასევე გიორგი ნარიმანიძეს კი დანაშაულის დაფარვას.

აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს, ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა