დონალდ ტრამპი რუსეთზე - თუ შეთანხმება არ გვექნება, ძალიან ცუდი იქნება, ტარიფები შევა ძალაში და სხვა სანქციებიც, არ მგონია, რომ 50 დღე ძალიან დიდი ვადაა
ლინდსი გრემი - თუ პუტინსა და სხვებს აინტერესებთ, რა მოხდება 51-ე დღეს, ვურჩევდი, აიათოლას დაურეკონ
კაია კალასი - “ქართული ოცნების” მიერ დემოკრატიაზე თავდასხმა სულ უფრო მძიმე ხდება
რადოსლავ სიკორსკი - შეზღუდვები უნდა დაუწესდეთ მათ, ვინც პასუხისმგებელნი არიან რეპრესიებზე და არა ქართველ ხალხს
დენის შმიგალი უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა
Shmyhal resigns as Ukraine's PM
ლევან ხაბეიშვილი - კობახიძემ, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, რიჟვაძის მკვლელობის მცდელობის დღეს ადგილზე იყვნენ თუ არა „შს“ მინისტრი და მამუკა მდინარაძე
დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინით იმედგაცრუებული ვარ

ბექა ბასილაია - რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, მოსამართლეს მკაფიო განმარტება არ გაუკეთებია

17.03.2025 ნახვები: 319

სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე მსჯავრდებული საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ბექა ბასილაია სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილს 12,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. იმის გამო, რომ მოსამართლეს გადაწყვეტილება არ განუმარტავს, ადვოკატი მხოლოდ ვარაუდის საფუძველზე აცხადებს, რომ მოსამართლემ სავარაუდოდ, რეციდივის ფაქტით იხელმძღვანელა.

„გადაწყვეტილების შეფასება უნდა გავაკეთო, ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური ტყვე. ვიდრე „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, იქამდე სასამართლო ფარსია და რასაც დაავალებენ, იმ გადაწყვეტილებას მიიღებს.

რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მიხედვით დანაშაულთა ერთობლიობის შემთხვევაში სასჯელები შთაინთქმება. მოსამართლემ მკაფიო განმარტება არ გააკეთა, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ჩვენ გვიტოვებს ვარაუდისთვის სივრცეს. როცა დასაბუთებას დაწერს, ვნახავ, რაზე იმსჯელა - რეციდივს ჰქონდა ადგილი, თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, თუმცა, რეციდივის შემთხვევაშიც წერია კანონში, რომ უფრო მძიმე სასჯელი ნაკლებად მძიმე სასჯელს შთანთქავს და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაშია შესაძლებელი, რომ გარკვეული სასჯელის შეკრებითობა მოხდეს, თუმცა, ისიც ნაწილობრივ. ამ შემთხვევაში რა გააკეთა, საზღვრის კვეთაზე ფაქტობრივად მაქსიმალური მიუსაჯა და ამას დაუმატა 8 წელი და საბოლოო ჯამში, 12,6 წელი გამოიყვანა. მე ბოლო ბევრი წელია, მსგავსი შემთხვევა არ მქონია, ასევე ჩემი კოლეგებისგანაც ეს არ მსმენია.

ლოგიკურად შეიძლება ვივარაუდოთ, რადგან აქამდე არსებული ბრალი იყო საზღვრის კვეთამდე და საზღვრის კვეთა ამის შემდეგ მოხდა, ამის გამო შეიძლებოდა რეციდივად შეეფასებინა, მაგრამ ამ პირობებში, როცა ერთი კვირის წინ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც მანამდე არსებულ განაჩენებზე მეტია, ამიტომ აბსურდული და გაუგებარია ეს გადაწყვეტილება",- განაცხადა ბასილაიამ.

ცნობისთვის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდებული, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიხეილ ჯინჯოლიას გადაწყვეტილებით, სააკაშვილს 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

თუმცა, მას ასევე დაემატა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვიდან სასჯელი 8 წლით და საერთო ჯამში მას თავისუფლების აღკვეთა 12 წლითა და 6 თვის ვადით განესაზღვრა.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა