ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

პეტრე ცისკარიშვილი - ეს არის იურიდიული აბსურდი და პოლიტიკურად შეკერილი საქმე თავიდან ბოლომდე

ნახვები: 477 პეტრე ცისკარიშვილი - ეს არის იურიდიული აბსურდი და პოლიტიკურად შეკერილი საქმე თავიდან ბოლომდე

საზღვრის უკანონო კვეთაზე 4 წლის და 6 თვის პატიმრობის მისჯა და თანაც, არსებულ ვადაზე ზემოდან დამატება არის მართლაც უპრეცედენტო - ეს არის იურიდიული აბსურდი და პოლიტიკურად შეკერილი საქმე თავიდან ბოლომდე, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ პატიმრობის მისჯას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ მიხეილ სააკაშვილის ეშინია და ყველაფერს აკეთებენ, რომ ის საკანში იყოს.

„მიხეილ სააკაშვილის საქმე არის უნიკალური „ქეისი“. მას პირადად ბიძინა ივანიშვილი და ეს რეჟიმი ებრძვის, იმიტომ, რომ ის არ იხილონ თავისუფლებაზე, მისი ეშინიათ, როგორც მთავარი პოლიტიკური ოპონენტის და მაქსიმალურად ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მიშა სააკაშვილი იყოს საკანში და იზოლირებული. არის საიმიგრაციო დაკავების იზოლატორები, 2-3 კვირა აჩერებენ ადამიანს და შემდეგ ან დეპორტაციას აკეთებენ, ან ქვეყანას ტოვებენ ან იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას. ამაზე 4 წლის და 6 თვის მისჯა და თანაც არსებულ ვადაზე ზემოდან დამატება არის მართლაც უპრეცედენტო. ეს არის იურიდიული აბსურდი და პოლიტიკურად შეკერილი საქმე თავიდან ბოლომდე,“ - განაცხადა ცისკარიშვილმა.

ცნობისთვის, მოსამართლის გადაწყვეტილებით, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 4,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, ასევე დაემატა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმიდან სასჯელი 8 წლით და ჯამში თავისუფლების აღკვეთა 12,6 წლის ვადით განესაზღვრა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა