ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

საქართველოს და მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაც გარდაუვალია - თინა ბოკუჩავა

ნახვები: 531 საქართველოს და მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაც გარდაუვალია - თინა ბოკუჩავა

საქართველოს და მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაც გარდაუვალია,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, მიხეილ ჯინჯოლიას გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, არაფრად მიგვაჩნია ეს არაფრისმთქმელი, უკანონო ბრალი და სასჯელი, რომელსაც მონურ მორჩილებაში მყოფი რუსების დავალებების შემსრულებელი მოსამართლეებად წოდებული ბიძინა ივანიშვილის მსახურები აცხადებენ,

„მიხეილ სააკაშვილი ამბობდა, რომ ქვეყნის აღმშენებლობისთვის ოკუპანტის სახელით ივანიშვილის რუსული რეჟიმი მას უსჯიდა სამუდამო პატიმრობას. პრაქტიკულად, ეს მოვისმინეთ დღეს ე.წ. სასამართლოს დარბაზში, რომელიც იქცა უსამართლობის, უკანონობის ბუდედ, მიხეილ სააკაშვილის მიმართ.

არაფრად მიგვაჩნია ეს არაფრისმთქმელი, უკანონო ბრალი და სასჯელი, რომელსაც აცხადებენ მონურ მორჩილებაში მყოფი რუსების დავალებების შემსრულებელი მოსამართლეებად წოდებული ბიძინა ივანიშვილის მსახურები და ზუსტად ვიცით, რომ ამ ქვეყნის თავისუფლებაც, პრეზიდენტი სააკაშვილის თავისუფლებაც გარდაუვალია, ამას ამბობს საქართველოს ისტორია და ამას იტყვის საქართველოს მომავალიც“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდებული, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიხეილ ჯინჯოლიას გადაწყვეტილებით, სააკაშვილს 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თუმცა, მას ასევე დაემატა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვიდან სასჯელი 8 წლით და საერთო ჯამში მას თავისუფლების აღკვეთა 12 წლითა და 6 თვის ვადით განესაზღვრა. განაჩენს სხდომათა დარბაზში მყოფების უკმაყოფილება და შეძახილები - „მონებო“ მოჰყვა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა