ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა პირობების წამოყენება უნდა შეწყვიტოს

ნახვები: 519 ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა პირობების წამოყენება უნდა შეწყვიტოს

უკრაინა მზადაა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის სრულმასშტაბიან ომში, რომელსაც რუსეთი სამ წელზე მეტია აწარმოებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის ლიდერ ემანუელ მაკრონთან საუბრის შემდეგ განაცხადა.

"უკრაინა მზადაა უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის. მაგრამ იმისათვის, რომ გადავიდეს მის განხორციელებაზე, რუსეთმა უნდა შეწყვიტოს პირობების წამოყენება", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, პრეზიდენტ მაკრონთან ერთად განიხილა გუნდების მუშაობა უსაფრთხოების მკაფიო გარანტიების ჩამოყალიბებაზე.

„საფრანგეთის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან კონკრეტულია და ჩვენ მას სრულად ვუჭერთ მხარს. ვაგრძელებთ მუშაობას და კოორდინაციას ვუწევთ შემდგომ ნაბიჯებს და კონტაქტებს პარტნიორებთან“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს უკრაინის საკითხზე რიგი ქვეყნების ლიდერების მიერ 15 მარტს გამართულ ონლაინ შეხვედრაზე. ზელენსკის თქმით, ქვეყნების კოალიცია, რომლებიც მზად არიან უკრაინასთან ერთად იმუშაონ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად, იზრდება

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა