ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

გაბრიელიუს ლანდსბერგისი - ოპოზიციასთან შეხვედრა სასარგებლო იყო, რომ გამეგო, მათი აზრით, რა ხდება საქართველოში

ნახვები: 509 გაბრიელიუს ლანდსბერგისი - ოპოზიციასთან შეხვედრა სასარგებლო იყო, რომ გამეგო, მათი აზრით, რა ხდება საქართველოში

ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ხედვებისა და ინფორმაციის მოხდა.

ლანდსბერგისის თქმით, საქართველოს თავისუფლებისა და ევროპული გზისადმი პირადი ერთგულების ჩვენება სურდა, რაც მისთვის მნიშვნელოვანია.

“ახალი ფუნქცია მაქვს, ლიეტუვის ოფიციალური პირი აღარ ვარ, ასე რომ, საქართველოს თავისუფლებისთვისა და საქართველოს ევროპული გზისადმი ჩემი პირადი ერთგულება მინდოდა მეჩვენებინა. ეს ჩემთვის პირადად არის მნიშვნელოვანი.

მიხარია, რომ ოპოზიცია თანახმა იყო შეხვედრაზე, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური თანამდებობაზე არ ვარ, თუმცა, როგორც არ უნდა იყოს, ეს სასარგებლო იყო იმ მხრივ, რომ გამეგო მათი აზრით, რა ხდება საქართველოში, რა არის მათი მიმართულება და დასავლეთისგან რის გაკეთებას მოელიან.

ჩემი ძირითადი დანიშნულება აქ არის - როგორც იცით, საკმაოდ კარგი გრძნობა მაქვს იმაზე, თუ რას ველოდოთ ბრიუსელისგან, რას ველოდოთ დასავლეთისგან”, - განაცხადა ლანდსბერგისმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ბრიუსელისგან და დასავლეთისგან მოლოდინებში კონკრეტულად რას გულისხმობს, ლიეტუვის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა, რომ “ბევრს არაფერს”.

“ვგულისხმობ იმას, თუ რა პრაქტიკული ზომები შეიძლება მიიღოს ბრიუსელმა, თუ ეს იყო თქვენი კითხვა. ანუ რა პრაქტიკული ნაბიჯები შეიძლება გადადგას ბრიუსელმა და რას ველოდოთ.

ასე რომ, მოლოდინების გასაზომად - რა არის მოსალოდნელი და რისი მიღწევაა შესაძლებელი. ცვლილებები ხდება - გერმანია ახალ მთავრობას ელის. როგორ მივუდგეთ ამას, რისი მოლოდინი შეიძლება ბალტიის ქვეყნებისგან, და ასე შემდეგ. ძირითადად ეს ხედვებისა და ინფორმაციის გაცვლა იყო”, - განაცხადა ლანდსბერგისმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა