ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

რადიო თავისუფლებამ აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს უჩივლა

ნახვები: 507 რადიო თავისუფლებამ აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს უჩივლა

რადიო თავისუფლებამ აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს და მის თანამდებობის პირებს, კარი ლეიკსა და ვიქტორ მორალესს უჩივლა, რათა დაბლოკონ მათი მცდელობა, გააუქმონ რადიო თავისუფლების ფედერალური გრანტი.

სარჩელის მიხედვით, რადიო თავისუფლებისთვის კონგრესის მიერ გამოყოფილი თანხების დაბლოკვა არღვევს ფედერალურ კანონებს, მათ შორის აშშ-ის კონსტიტუციას, რომელიც კონგრესს ფედერალურ ხარჯებზე უფლებამოსილებას ანიჭებს. 

"ახლა იმის დრო არ არის, რომ ადგილი დავუთმოთ ამერიკის მოწინააღმდეგეთა პროპაგანდას და ცენზურას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ კანონი ჩვენს მხარესაა და მთელ მსოფლიოში დესპოტების მიერ ჩვენი აღსასრულის ზეიმი ნაადრევია"- განაცხადა რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა სტივენ კაპუსმა. 

***

გამოცემა რადიო თავისუფლების ცნობით, ამერიკის შეერთბული შტატების გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM) გამოცემას განუცხადა, რომ ფედერალური გრანტის შეთანხმება შეუწყვიტა.

USAGM მეთვალყურეობს ახალი ამბებისა და ინფორმაციის გადაცემას თითქმის 50 ენაზე ყოველ კვირას დაახლოებით 361 მილიონი ადამიანისთვის.

აშშ-ს სააგენტო გლობალური მედიისთვის (U.S. Agency for Global Media) ზედამხედველობს აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებულ ისეთ გამოცემებს, როგორებიცაა ამერიკის ხმა (Voice of America), რადიოთავისუფლება (Radio Free Europe/Radio Liberty და Radio Free Asia), ახლო აღმოსავლეთის სამაუწყებლო ქსელები (MBN).

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა