ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

საია: დემონსტრანტების მიმართ დაწესებული დრაკონული ჯარიმები 2 მილიონ ლარს აღწევს

ნახვები: 504 საია: დემონსტრანტების მიმართ დაწესებული დრაკონული ჯარიმები 2 მილიონ ლარს აღწევს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ქართული ოცნების მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ დაწესებული დრაკონული ჯარიმები 2 მილიონ ლარს აღწევს.

საია ამბობს, რომ შეკრებების დროს გზის გადაკეტვისთვის დემონსტრანტების დაჯარიმება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებების მძიმე დარღვევას წარმოადგენს.

"ქართული ოცნების ხელისუფლებამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლში ცვლილებები შეიტანა, რის შედეგადაც დემონსტრაციების დროს გზის სპონტანურად გადაკეტვისთვის ჯარიმა 10-ჯერ, 500 ლარიდან 5000 ლარამდე გაიზარდა. ამ მუხლით საქმის წარმოებისას პოლიცია იყენებს სახის ამომცნობ კამერებს.

როგორც წესი, ასეთ საქმეებში ერთადერთ მტკიცებულებას სახის ამომცნობი კამერებიდან ამოღებული ფოტოები წარმოადგენს, რომლებიც, ძირითადად, შესაბამისი კონტექსტის იგნორირებით, პირის სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის სასამართლოს საკმარის მტკიცებულებად მიაჩნია.

2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის 18 მარტის ჩათვლით, აქციის მონაწილეებზე ამ მუხლით გამოწერილი ჯარიმების ოდენობა 2 000 000 ლარს აღწევს. სპონტანური შეკრებების დროს გზის გადაკეტვისთვის დემონსტრანტების დაჯარიმების პრაქტიკა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების მძიმე დარღვევას წარმოადგენს",- ნათქვამია განცხადებაში

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა