ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინის სიტყვები რეალობისგან განსხვავდება

ნახვები: 495 ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინის სიტყვები რეალობისგან განსხვავდება

პუტინის სიტყვები რეალობისგან განსხვავდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფინეთის პრეზიდენტთან, ალექსანდრ სტუბთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„პუტინის ტრამპთან საუბრის შემდეგ, როდესაც პუტინმა თითქოსდა ბრძანება გასცა, რომ უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები შეჩერებულიყო, უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, საავადმყოფოებსა და ტრანსპორტს 150-მა დრონმა დაარტყა. პუტინის სიტყვები რეალობისგან ძალიან განსხვავდება და სწორედ ამიტომ გვჭირდება რუსეთზე ზეწოლა. ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობების მხარდაჭერისთვის ფინეთის მადლობელი ვარ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, უკრაინისთვის წითელ ხაზს ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარება წარმოადგენს.

„ჩვენ ამას არ დავთანხმდებით“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, დღეს აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარს გამართავს.

„ჩვენ ჯიდაში მართლაც კარგი შეხვედრა გვქონდა და ვფიქრობ, რომ ყველაფერი სწორი მიმართულებით წარიმართა, გარდა რუსეთის მცდელობებისა. დღეს, დონალდ ტრამპთან შემდგომ ნაბიჯებს განვიხილავ და ასევე, პუტინთან საუბრის დეტალებსაც მოვისმენ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა