ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი - რუსეთი ევროპული ქვეყნებისთვის საფრთხეს წარმოადგენს

ნახვები: 503 ევროპული საბჭოს პრეზიდენტი - რუსეთი ევროპული ქვეყნებისთვის საფრთხეს წარმოადგენს

რუსეთი ყველა ევროპული ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოსტამ განაცხადა.

„ბუნებრივია, რომ რუსეთის ქმედებები ყველაზე მეტად მის მეზობლებს აწუხებთ. ეს თავისთავად ცხადია, მაგრამ ყველამ უნდა გაიგოს, რომ ეს კოლექტიურ საფრთხეს წარმოადგენს“, - განაცხადა კოსტამ.

მისი თქმით, მომავალში ევროპამ აქცენტი იარაღის წარმოებაზე უნდა გააკეთოს.

„ეს დროის საკითხია. შეიარაღება, რომელიც ახლა გვჭირდება იქ უნდა შევიძინოთ, სადაც ეს შესაძლებელია, ევროპაში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, აშშ-ში ან თურქეთში. ცხადია, თუ ამას უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში განვიხილავთ, მაშინ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შესყიდვა, არამედ წარმოებაც. ამ მიზნით ჩვენი სამრეწველო და ტექნოლოგიური ბაზა უნდა გავაძლიეროთ, რასაც უკვე ვაკეთებთ“, - აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა