ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - მივიღე გადაწყვეტილება, საქართველოს დამატებით 55 მოქალაქე ლატვიისთვის არასასურველი პირების სიაში შევიყვანო
„სადგურის მოედანზე“ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ ნგრევას მსხვერპლი მოჰყვა
მზია ამაღლოვბელი - ირაკლი დგებუაძე ჩემსკენ ფიზიკურად იწევდა, განცდა მქონდა რომ უნდა დაერტყა
სალომე ზურაბიშვილი გიორგი ბაჩიაშვილის ცემაზე - ქვეყანაში უკვე სრული განუკითხაობა სუფევს
მზია ამაღლობელი - დგებუაძემ „დაიგინა“, რომ „სისხლით ჩამსვამდა“ და ჩამსვა
რიკარდ იოზვიაკი - ევროკომისია ამზადებს წერილს საქართველოსთვის, რომელშიც ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზეა საუბარი
სპეციალური პენიტენციური სამსახური გიორგი ბაჩიაშვილის საკანში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თინა ბოკუჩავა - ივანიშვილთან მოთანამშრომლე ნებისმიერმა პირმა უნდა გაიაზროთ, რომ ბაჩიაშვილის ადგილზე შეიძლება თქვენც აღმოჩნდეთ!

თიბისის ახალი საგანმანათლებლო ინიციატივა - GetData

20.03.2025 ნახვები: 296

 

თიბისი, როგორც მოწინავე კომპანია ტექნოლოგიებსა და მონაცემთა ანალიზის მიმართულებით, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და ამჯერად თიბისი IT აკადემია, Data გუნდთან თანამშრომლობით, GetData-ს სასწავლო პროგრამას იწყებს. 

ციფრული ეპოქა, რომელშიც მონაცემები ბიზნესისა და ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალაა, საჭიროებს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს, რომლებიც შეძლებენ მონაცემთა დამუშავებას, ანალიზს და მათზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას. მიუხედავად ამ მზარდი მოთხოვნისა, საქართველოს ბაზარზე მონაცემთა ანალიტიკისა და მონაცემთა ინჟინერიის მიმართულებით კადრების დეფიციტი შესამჩნევია.  

სწორედ ამიტომ, თიბისი IT აკადემია, Data გუნდთან თანამშრომლობით, იწყებს GetData-ს, სასწავლო პროგრამას, რომელიც 18 წლიდან ყველა დაინტერესებულ ადამიანს მისცემს შესაძლებლობას, საფუძვლიანად შეისწავლონ მონაცემთა ანალიტიკა და მისი პრაქტიკული გამოყენება. 

აღსანიშნავია, რომ კურსი სრულად დაფინანსებულია თიბისის მიერ, ხოლო ონლაინ სწავლება კი ყველა მსურველს შესაძლებლობას აძლევს მონაწილეობა მიიღოს მთელი საქართველოდან.

GetData ეს არის სრულიად პრაქტიკაზე დაფუძნებული პროგრამა, სადაც სტუდენტები:  

ü  რეალურ მონაცემებთან იმუშავებენ და შეისწავლიან მონაცემთა ანალიტიკის პროცესებს; 

ü  თიბისის Data გუნდის ექსპერტებისგან მიიღებენ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას. 

ü  სიმულაციებისა და მონაცემთა მანიპულაციების მეშვეობით აითვისებენ მონაცემთა დამუშავებისა და ვიზუალიზაციის ტექნიკებს;

ü  გუნდური და კოლაბორაციული პროექტების მეშვეობით განივითარებენ როგორც ტექნიკურ, ასევე რბილ უნარებს. 

 

პროგრამის დასრულების შემდეგ, წარმატებული კურსდამთავრებულები შეძლებენ თიბისის მონაცემთა ანალიტიკოსთა გუნდში დასაქმებას, სადაც რეალურ პროექტებზე მუშაობით გააგრძელებენ პროფესიულ განვითარებას. 

აღსანიშნავია, რომ თიბისი IT აკადემიამ ახლახანს დაასრულა მონაცემთა ინჟინერიის 5-თვიანი კომპლექსური ბუთქემფი, რომელიც სხვადასხვა ტექნოლოგიასთან მუშაობას ასწავლიდა სტუდენტებს. პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეთა ნაწილი უკვე წარმატებით დასაქმდა და მონაცემთა ინჟინერიის სფეროში აგრძელებს კარიერას. 

თიბისი ბანკისთვის მონაცემების სფეროს განვითარება სტრატეგიული პრიორიტეტია. თიბისი IT აკადემია და Data გუნდი აქტიურად თანამშრომლობენ, რათა შექმნან ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი მონაცემთა სპეციალისტების ახალი თაობა. GetData და მონაცემთა ინჟინერიის ბუთქემფი ამ ეკოსისტემის გამყარებისა და ბაზრის მოთხოვნებზე საპასუხოდ შექმნილი ინიციატივებია, რომლებიც ახალგაზრდებს უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს, ხოლო ტექნოლოგიურ კომპანიებს კვალიფიციურ ტალანტებს. 

ეწვიე თიბისი IT აკადემიის ვებ-გვერდს და დარეგისტრირდი 30 მარტის ჩათვლით.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა