ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

სტამბოლის მერი - სოლიდარობასა და იმედს წინ ვერანაირი ძალა ვერ აღუდგება

ნახვები: 514 სტამბოლის მერი - სოლიდარობასა და იმედს წინ ვერანაირი ძალა ვერ აღუდგება

სოლიდარობასა და იმედს წინ ვერანაირი ძალა ვერ აღუდგება - ჩვენ ვიბრძვით უკეთესი ხვალინდელი დღისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია პატიმრობაში მყოფი სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს განცხადებაში, რომელიც მის სოციალურ პლატფორმა X-ზე გავრცელდა.

„სოლიდარობასა და იმედს წინ ვერანაირი ძალა ვერ აღუდგება. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი შვილებისთვის, უფლებებისთვის, კანონისთვის, სამართლიანობისთვის, უკეთესი ხვალინდელი დღისთვის“, - წერს ექრემ იმამოღლუ.

შეგახსენებთ, სტამბოლის მერი, რომელიც თურქეთის მთავარი ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ წევრია, კორუფციასთან და ტერორიზმთან სავარაუდო კავშირების შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ დააკავა. მანამდე სტამბოლის უნივერსიტეტმა იმამოღლუს დიპლომი სხვადასხვა დარღვევების გამო ბათილად ცნო და ამ ნაბიჯით, ფაქტობრივად, თურქეთის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება ჩამოართვა. სტამბოლის მერის დაკავებას მასშტაბური საპროტესტო აქცია მოჰყვა. ათასობით ადამიანი მერიის წინ შეიკრიბა და შეძახილებით: "ერდოღანო, დიქტატორო!" და "იმამოღლუ, შენ მარტო არ ხარ"!

დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. მედიის ინფორმაციით, პოლიციამ სტამბოლის უნივერსიტეტთან მიმდინარე აქციის დასაშლელად ე.წ. „წიწაკის სპრეი“ გამოიყენა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა