ექსკლუზივი - ვინ არის პოლიციელი “Nike”-ის მაისურით და რა კავშირი აქვს აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან?!
რომის პაპი ფრანცისკე გარდაიცვალა
კათალიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Russian army loses another 1,180 troops in Ukraine in the past day
One enemy Kalibr carrier on combat duty in Black Sea
Border guards destroy three Russian positions in Kharkiv region
Fire breaks out in Zaporizhzhia following drone attack
Government appoints new head of State Agency for Tourism Development

22 მარტს, 20:00 საათზე „მეგობარი აქტის“ მხარდამჭერი მსვლელობა გაიმართება

20.03.2025 ნახვები: 251

22 მარტს, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე, „მეგობარი აქტის“ მხარდამჭერი მსვლელობა გაიმართება.

ამის შესახებ „ატლანტიკური საბჭოს“ წარმომადგენელმა, გიორგი მუჩაიძემ, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დღეს ამერიკის კონგრესში განიხილება ქართული დემოკრატიისა და ქართველი ხალხის მხარდამჭერი ე.წ. „მეგობარი აქტი“, რომელიც მიმართულია საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერისკენ, ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერისკენ და მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა საზოგადოებამაც გამოხატოს მხარდაჭერა 22 მარტს გამართულ მიტინგზე. მსვლელობა დაიწყება მარჯანიშვილის მოედნიდან რუსთაველამდე, პარლამენტის შენობამდე. მნიშვნელოვანი დროა ჩვენი ქვეყნისთვის, როცა სერიოზული საფრთხე ემუქრება არა მხოლოდ ხალხის ნებას ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების შესახებ, არამედ, მთლიანად ქართულ დემოკრატიას. ამ დროს ჩინური და რუსული გავლენები სერიოზულად იზრდება ქვეყანაში. სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია ერთი ადამიანის მიერ და დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების ერთობას, ჩვენი მხარდაჭერის ჩვენებას. ამისთვის აუცილებლად საჭიროა მეტი საქართველოს მოქალაქის შეკრება 22 მარტს და ამ აქტის მხარდაჭერა. ვიკრიბებით მარჯანიშვილის მოედანზე 20:00 საათზე!“ - განაცხადა გიორგი მუჩაიძემ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, „MEGOBARI აქტის“ მიღება ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესია, ამიტომ მნიშვნელოვანია მის მიმართ ჩვენი პოზიცია გამოვხატოთ.

მისი თქმით, დოკუმენტში წერია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარდაჭერას გამოუცხადებს, საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით დაწყებულ რეფორმებს, თუმცა ასევე მკაცრ ზომებს გაატარებს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც როგორც კონსტიტუციას, ისე კანონსა და ადამიანის უფლებებს არღვევენ.

„MEGOBARI აქტი“ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მას ორპარტიული მხარდაჭერა აქვს [აშშ-ში „რესპუბლიკელებისა“ და „დემოკრატების“]. მათი ტრადიცია გრძელდება, რომელსაც ჩვენ ბევრი წლის განმავლობაში ვუყურებთ - საქართველოსა და ქართველ ხალხს მუდმივად ორპარტიული მხარდაჭერა ჰქონდა.

რაც შეეხება თვითონ დოკუმენტს [„MEGOBARI აქტი“], აქ ერთის მხრივ საუბარია მოთხოვნებზე რომელსაც ქართველი ხალხი აჟღერებს როგორც ბოლო პერიოდის განმავლობაში, ისე ზოგადად. დოკუმენტში წერია, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე, სასამართლო და ანტიკორუფციული მიმართულებით გატარებულ რეფორმებზე მხარდაჭერა ექნება, ასევე ის, რომ უნდა გათავისუფლდნენ პოლიტიკური მოტივით დაწყებული გამოძიებით დაკავებული პირები, რომ უნდა ჩატარდეს გამოძიება ბოლო არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილ დარღვევებზე. ის, რომ უნდა შესრულდეს საქართველოს 78-ე მუხლის მოთხოვნები, ამ საკითხებზეა საუბარი დოკუმენტში.

მეორეს მხრივ, საუბარია, რომ თუ კი კონკრეტული ადამიანები ხელისუფლებიდან [„ქართული ოცნებიდან“] არ შეასრულებენ ქართველი ხალხის მოთხოვნებს, მათ წინააღმდეგ გატარდება კონკრეტული მკაცრი ზომები, მათ და არა ქვეყნის ან ხალხის მიმართ. მკაცრი ზომები იმ ადამიანების მიმართ იქნება გატარებული, რომლებიც არ ასრულებენ საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს, რომლებიც არღვევენ კანონსა და ადამიანის უფლებებს, ჩართულები არიან საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის ინტერესების გატარებაში“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა