ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი - არავისთვის არც მიუცია და არც მომავალში დააპირებს ვინმეზე ჩვენების მიცემას
ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავის ციხეში შეასახლეს
დონალდ ტრამპი - ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ერთი „კარტი“ აქვს: დონალდ ტრამპი
ადვოკატი - პროცესზე მოსამართლემ ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხა, აღიარებდა თუ არა ბრალს, რაზედაც ბატონმა ირაკლიმ უპასუხა, რომ კი - დარბაზშივე დააკავეს
ირაკლი ღარიბაშვილს 5 წელი მიესაჯა
სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის პირობები შეიცვალა
ფრიდრიხ მერცი - უმკაცრესად ვგმობთ ძალადობას, რომელსაც ირანის ხელმძღვანელობა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებს
ირაკლი ფავლენიშვილი - ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე თინა ბოკუჩავას ლევან სანიკიძით ჩანაცვლების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება

24 მარტიდან გამოიდარებს და დათბება

21.03.2025 ნახვები: 413

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 მარტის დილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და ნალექიანი ამინდი, ხოლო 24 მარტიდან გამოიდარებს და დათბება.

სააგენტოს ცნობით, თბილისში 23 მარტის დილამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და ნალექიანი ამინდი. 24 მარტიდან გამოიდარებს და დათბება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 23 მარტის დილამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და წვიმიანი ამინდი. 24 მარტიდან გამოიდარებს და დათბება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 23 მარტის დილამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და წვიმიანი ამინდი. 24 მარტიდან გამოიდარებს და დათბება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +19 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 23 მარტის დილამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და ნალექიანი ამინდი. 24 მარტიდან გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 23 მარტის დილამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და ნალექიანი ამინდი. 24 მარტიდან გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3, +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 23 მარტის დილამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და ნალექიანი ამინდი. 24 მარტიდან გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 23 მარტის დილამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და წვიმიანი ამინდი. 24 მარტიდან გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +14 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 23 მარტის დილამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და ნალექიანი ამინდი. 24 მარტიდან გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 23 მარტის დილამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და თოვლიანი ამინდი. 24 მარტიდან გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +1, +6 გრადუსი დაფიქსირდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა