თბილისში, ამაღლების ქუჩაზე პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა
პროკურატურა - სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა
ნიკა კაცია მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს - მშვიდად გეძინათ თუ არა იმ უსამართლო განაჩენის შემდეგ, რომელიც საბა ჯიქიას გამოუტანეთ?
გარდაბნის კრიმინალური პოლიციის უფროსი გიორგი ჯანიკაშვილი - აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი ქვა მომხვდა თავში - არ დამინახავს, ვინ მესროლა და ვერ შევძლებ რომელიმე ამოვიცნო
დევიდ ლემი - არ ვარ ინფორმირებული საქართველოსა და იქ კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ საკითხს ყურადღებით განვიხილავ და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებს წარვუდგენთ
ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე
გიორგი ვაშაძე - გამარჯვების გზა მარტივია: უკომპრომისობა „ქოცებთან“, კომპრომისი ერთმანეთთან
War update: 214 clashes on front lines, heaviest fighting in Pokrovsk, Novopavlivka sectors

მამუკა ხაზარაძე - ბრძოლა იქნება ბოლომდე - დამიჭერენ? - ბრძოლას გავაგრძელებ!

27.03.2025 ნახვები: 337

გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, ბრძოლა იქნება ბოლომდე, ჩვენ ციხეში ვიქნებით თუ მის გარეთ - დამიჭერენ? - კი ბატონო, მაგრამ ბრძოლას გავაგრძელებ!, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ კოალიციის ოფისში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, არც ქვეყნის დატოვების ბილეთი აქვს აღებული და არც ცდილობს, რომ ვინმეს რაიმე შეეხვეწოს.

„აქ პიროვნული ამბავი არ არსებობს, გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, ბრძოლა იქნება ბოლომდე, ჩვენ ციხეში ვიქნებით თუ მის გარეთ.

რაც შეეხება პარტიის ფუნქციონირებას. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი პარტიის მშენებლობა ჩვენ დავიწყეთ Zoom-ით იმიტომ, რომ პანდემია დაემთხვა. მერე ამ მშენებლობას დაემთხვა ჩვენი 4-წლიანი სასამართლოში სიარული, მაგრამ მაინც მოვახერხეთ, რომ ნულიდან ერთ-ერთი მძლავრი პარტია შევქმენით, რომელსაც ადამიანები ახლაც ემატებიან...

ჩვენ თუ დაგვაპატიმრეს გაძლებს თუ არა პარტია უჩვენოდ? - კი, 1000%-ით გაძლებს, იმიტომ, რომ ეს არის უკვე პარტია, რომელიც იდეის გარშემოა შეკრებილი და დაფინანსება მეორეხარისხოვანია.

ეს არის ცხოვრებისეული გადაწყვეტილებაა - სად უნდა იყო, მე აქ ვდგავარ. დამიჭერენ? - კი ბატონო, მაგრამ ბრძოლას გავაგრძელებ! ნებისმიერ დროს შემეძლო გავრიგებოდი ბიძინა ივანიშვილს ან თავი დამეხარა, ან მის სახელმწიფო რეკეტს დავმორჩილებოდი და რაღაცა პატივი მეცა - როგორც მან ერთხელ ტელევიზიაში თქვა, რომ ჩხარტიშვილმა პატივი მცა და ხაზარაძემ პატივი არ მცა. იქ ფულზე იყო საუბარი, ბოდიში, მაგრამ რომლის „ახევაც“ უნდოდათ ქურდული კანონებით, როცა მე შევცდი და მივედი ე.წ. ვითომ მორიგებაზე, მაგრამ მივედი და თურმე აღმოვჩნდი ქურდულ გარჩევაზე, სადაც ბიძინა ივანიშვილი იყო მოსამართლეც, „ქურდიც“, პროკურორიც და გენერალური პროკურორი გვერდით ეჯდა. ვაღიარებ, რომ ეს შეცდომა იყო, მაგრამ როგორ წარმოვიდგენდი, რომ ასეთ ამბავში მოვყვებოდი. კიდევ კარგი გენერალური პროკურორი, შოთაძე იჯდა, რომელმაც თქვა, რომ აქ იურიდიულად ვერაფერს ვერ ვხედავო და იქ მოკვდა ეს კონცერტი... ეს [ბიძინა ივანიშვილი] არის კრიმინალური მენტალობის ადამიანი, რომელიც ჩვენ ქვეყანაში სხვა ქვეყნის დავალებას ასრულებს, ამას წყალი არ გაუვა.

ჩემი საქართველოში ყოფნა, ქვეყნის არ დატოვება და ამ სისტემასთან ბრძოლა ბოლო 5 წლის განმავლობაში მიუთითებს, რომ ნებისმიერი გამოწვევისთვის მზად ვარ. რა თქმა უნდა, შეგნებულად მივდივარ სასამართლოში, არც ბილეთი მაქვს აღებული და არც რამეს ვცდილობ, რომ ვიღაცას რაღაც შევეხვეწო.

მე ძალიან თავმდაბლად ვიტყვი, რომ ჩემი თავი ისეთ მნიშვნელოვან ფიგურად არ მიმაჩნია, რომ ჩემმა დაკავებამ რაღაც მღელვარება გამოიწვიოს, მაგრამ კიდევ ერთი მაგალითი იქნება იმისა, რომ არ შეიძლება შეეგუო იმას, რაც არ არის შესაგუებელი და არ შეიძლება ფარ-ხმალი დატოვო... ბრძოლა იქნება ბოლომდე - გარეთ, შიგნით, საერთაშორისო ასპარეზზე და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ამ ქვეყნის შემოტრიალებას“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა