Pistorius to visit US to discuss support for Ukraine
Kellogg plans to meet Zelensky in Rome during URC 2025 – media
White House clarifies temporary pause in US military aid to Ukraine
Ukraine preparing meeting with 'Coalition of the Willing' members – president
თორნიკე რიჟვაძის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
შსს - თბილისში, არასრულწლოვანზე ფიზიკურად იძალადეს - დაკავებულია 9 პირი
პენტაგონში ადასტურებენ უკრაინისთვის დამატებითი იარაღის გაგზავნას
ნიკოლ ფაშინიანი - იესო ქრისტეს სახლი ანტიქრისტიანულ, დოგმატურ, ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ ჯგუფს აქვს მიტაცებული და ის უნდა გათავისუფლდეს

ზურაბ ჯაფარიძე ბრალდებაზე - მე ერთი ლარის გადამხდელი არ ვარ - ამ ქვეყნიდან არსად წასვლას არ ვაპირებ და სანამ ამათ არ გავუშვებ, მანამდე არც გაჩერებას ვაპირებ

16.04.2025 ნახვები: 367

[სასამართლოში] დამკვიდრებული პრაქტიკა რაცაა, რომ [პოლიტიკოსებს] გირაოს უფარდებენ და ისე უშვებენ, ერთი ლარის გადამხდელი არ ვარ! არაფრის გადამხდელი არ ვარ! - შესაძლოა პასპორტი ჩამომართვან - ამის შესახებ ჟურნალისტებს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს მას შემდეგ განუცხადა, რაც პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ბრალდება წაუყენეს.

მისივე თქმით, ის ქვეყნის დატოვებასაც არ აპირებს.

„მასალები გადმომცეს, რაღაც დოკუმენტები. უცებ რასაც გადავხედე, არის „ვოთსაპში“ ჩემი მიმოწერები, სადაც მეძახიან ამ ვითომ კომისიაზე. არის ჩემი „ფეისბუქის“ პოსტების "სქრინები", სადაც „ვაი, თქვე ყ..ეებო“ მიწერია ორჯერ და ეგ არის 80-იანი "ფონტით" ამობეჭდილი, დევს მასალებში. მეტი შიგნით არაფერია. რომ არ მივდიოდი და არ ვაპირებდი მისვლას, ისედაც იციან. არაფერზე ხელი არ მომიწერია. დღეს გადააგზავნიან, სავარაუდოდ, სასამართლოში, მერე იქნება პროცესი და იმსჯელებენ ალბათ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე. დამკვიდრებული პრაქტიკა რაცაა, რომ გირაოს უფარდებენ და ისე უშვებენ, ერთი ლარის გადამხდელი არ ვარ! არაფრის გადამხდელი არ ვარ! გირაოს შინაარსი არის ის, რომ არ გავიქცე ქვეყნიდან, ეს არ ვქნა და ის არ ვქნა. არსად წასვლას არ ვაპირებ! როცა პირველად შემომეხმიანნენ, სტრასბურგში ვიყავი, ჩამოვედი, აქ ვარ. ზოგადად ამ ქვეყნიდან არსად წასვლას არ ვაპირებ! მანამ სანამ ამათ არ გავუშვებ, მანამდე არც გაჩერებას არ ვაპირებ! შესაძლოა პასპორტი ჩამომართვან. ჩემი ბოლო ოთხი გასვლა დაემთხვა ისე, რომ რამდენიც წავედი, იმდენჯერ აქ ვიღაცები დაასანქცირეს, ყოველ ჯერზე და შეიძლება ჩათვალონ, რომ ეს ჩემი დამსახურებაა, რადგან მე იქ ვიყავი. არის ჩემი დამსახურება, მაგრამ ვიზიტებთან ეს კავშირში არაა. არც ესაა პრობლემა, არსად ამ ქვეყნიდან წასვლა არ ვაპირებ!“- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ბრალდება წაუყენეს.

საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას. აღნიშნულ კომისიაზე ჯაფარიძე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, ის ჩვენების მისაცემად მაგისტრატ მოსამართლესთან დაიბარეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა