თამარ ონიანი: ვენეციის კომისიის შეფასებით, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად, მის შერყევის საფრთხეს ქმნის
ალეკო ელისაშვილი: 2 ოქტომბერს რუსთავის ციხეში ნამდვილი ბუნტი იყო, დაახლოებით 20 პატიმარი გაიყვანეს და სცემეს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა ნაწილობრივ უკრაინის გამარჯვებაზეა დამოკიდებული - არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის მარცხის
სალომე ზურაბიშვილი: ევროპელმა პარტნიორებმა არ უნდა დააკნინონ ის, რასაც რუსეთი საქართველოში სცდის - ეს ჰიბრიდული ომია
თამთა მიქელაძე: ვენეციის კომისიამ ფუნდამენტურად სადავო გახადა ის, რასაც პაპუაშვილი კანონიერად და კონსტიტუციურად აცხადებდა
ადვოკატი: რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში გიორგი დავითაძეზე ზეწოლა გრძელდება
ვენეციის კომისია: საქართველოში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები დემოკრატიასა და პოლიტიკურ პლურალიზმს საფრთხეს უქმნის - კომისია მათ გადახედვას მოითხოვს
რომან გოცირიძე: საქართველოსა და ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის მხოლოდ პროცენტებით შედარება რეალურ სურათს ამახინჯებს

მიხეილ სააკაშვილი - ვიცი, რა ძნელია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა, ეს ნიშნავს მუდმივ დევნას, ცილისწამებასა და რეპრესიებს

ნახვები: 569 მიხეილ სააკაშვილი - ვიცი, რა ძნელია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა, ეს ნიშნავს მუდმივ დევნას, ცილისწამებასა და რეპრესიებს

ვიცი, რა ძნელია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა. ეს ნიშნავს მუდმივ დევნას, ცილისწამებასა და რეპრესიებს - მადლობელი ვარ თქვენი გამძლეობისთვის და გაუტეხელობისთვის, მიყვარხართ! - წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „Facebook“-ზე.

„მე ბევრი გამოხმაურება ვნახე ჩემს გუშინდელ პოსტზე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, ჩვენი ხალხის სიმტკიცესა და ერთგულებაში.

მე ვიცი, რა ძნელია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა, ეს ნიშნავს მუდმივ დევნას, ცილისწამებასა და რეპრესიებს.

მე მადლობელი ვარ თითოეული თქვენგანის, თქვენი გამძლეობისთვის და გაუტეხელობისთვის, მიყვარხართ!

მჯერა, რომ ასეთი ერთიანობით, ჩვენ მოვახდენთ რეჟიმის დემონტაჟს!“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, გუშინ, სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ “ე.წ. ხელისუფლება ხელებს აფათურებს “ნაციონალურ მოძრაობაში“ და ძალიან უნდათ პარტიის თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას ჩამოცილება, რომელიც დიდ ზიანს აყენებს მათ საერთაშორისო არენაზე. სააკაშვილმა ბოკუჩავას მხარდაჭერა გამოუცხადა და პარტიის წევრებს მიმართა, “არ აყვნენ ქოცურ მაქინაციებს“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა