კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

ანდრო ჭიჭინაძე - ირაკლი კობახიძემ დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია, წინასწარ მოგვისაჯა და შემდეგ დაიწყო ჰუმანურობაზე ლაპარაკი

ნახვები: 567 ანდრო ჭიჭინაძე - ირაკლი კობახიძემ დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია, წინასწარ მოგვისაჯა და შემდეგ დაიწყო ჰუმანურობაზე ლაპარაკი

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დამნაშავეები ვართ, დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია, წინასწარ მოგვისაჯა და შემდეგ დაიწყო ლაპარაკი ჰუმანურობაზე - როდესაც ადამიანს შეუძლია პატიმარ ქალს ცილისწამებითა და ტყუილით შეეხოს, ეს არაკაცობაა,- ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციებზე დაკავებულმა მსახიობმა, ანდრო ჭიჭინაძემ, სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, თუ მას ან რომელიმე ბრალდებულს, რაიმე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ეს არა ირაკლი კობახიძემ, არამედ მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს.

„დაახლოებით ერთი კვირის წინ, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დამნაშავეები ვართ, დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია, წინასწარ მოგვისაჯა და შემდეგ დაიწყო ლაპარაკი ჰუმანურობაზე, არავის ჰუმანურობა არ მჭირდება და თუ რაიმე პასუხისმგებლობა უნდა დამეკისროს ეს უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ.

მეორე: როდესაც ადამიანს შეუძლია პატიმარ ქალს [მზია ამაღლობელს] ცილისწამებითა და ტყუილით შეეხოს, ეს არაკაცობაა. მე აბსოლუტურად ყველაფერზე, რასაც ვამბობ და რასაც ვაკეთებ, პასუხისმგებელი ვარ და არავითარი ჰუმანურობა არ მჭირდება.

და კიდევ ერთი საკითხი, მიმხვედრი მიხვდება: სანამ რაღაცას დააბრეხვებთ, უნდა იცოდეთ, ვისთან",- განაცხადა ანდრო ჭიჭინაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით

დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ ცხრა პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა