კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

ვოლოდიმირ ზელენსკი - ვეთანხმები პრეზიდენტ ტრამპს, უკრაინაში საკმარისი იარაღი არ არის ყირიმზე კონტროლის იარაღით დასაბრუნებლად

ნახვები: 551 ვოლოდიმირ ზელენსკი - ვეთანხმები პრეზიდენტ ტრამპს, უკრაინაში საკმარისი იარაღი არ არის ყირიმზე კონტროლის იარაღით დასაბრუნებლად

უკრაინას საკმარისი იარაღი არ აქვს ყირიმის დასაბრუნებლად, მაგრამ მსოფლიოს რუსეთზე ზეწოლა შეუძლია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

“მართალია ის, რასაც პრეზიდენტი ტრამპი ამბობს. ვეთანხმები, რომ დღეისთვის საკმარისი იარაღი არ არის. სწორედ იარაღი, არა ადამიანები. ვინაიდან, ჩვენი ხალხი - ეს მთავარია, უმთავრესია. მაგრამ იმის თქმა, რომ ჯარი არ გვყავს - ეს სიმართლე არაა…

ასე რომ, ვეთანხმები პრეზიდენტ ტრამპს, რომ უკრაინაში საკმარისი იარაღი არ არის ყირიმის ნახევარკუნძულზე კონტროლის იარაღით დასაბრუნებლად”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში არსებობს სასანქციო, ეკონომიკური და დიპლომატიური ზეწოლის შესაძლებლობები, “რათა ვილაპარაკოთ ამაზე, განვიხილოთ ტერიტორიული საკითხები, მაგრამ მხოლოდ სრული უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ”.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა