ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოშვების უფლებამოსილება მიენიჭება - პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს
ზელენსკი ტრამპს: თუ რუსულ დიზელზე შეთანხმება შესაძლებელია, რატომ არ აფორმებს აშშ მსგავს გარიგებას უკრაინასთან?
Reuters: აშშ რუსული დიზელის იმპორტის დაშვებით პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ცდილობს
Russia loses another 1,390 troops in one day in war against Ukraine
Trump comments on Russia's violation of energy truce
Merz opposes Trump's diesel deal with Putin and assures Zelensky of Germany's support
Energy truce must be respected by both sides, says Kallas
Another 11 children return to Ukrainian-controlled territory

დონალდ ტრამპი - შესაძლოა პუტინს არ სურს ომის შეჩერება და სხვანაირად უნდა მოვექცეთ, „საბანკო“ თუ „მეორადი სანქციების“ მეშვეობით?

ნახვები: 466 დონალდ ტრამპი - შესაძლოა პუტინს არ სურს ომის შეჩერება და სხვანაირად უნდა მოვექცეთ, „საბანკო“ თუ „მეორადი სანქციების“ მეშვეობით?

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი New York Times-ს აკრიტიკებს სტატიის გამო, სადაც აღნიშნულია, რომ უკრაინამ უნდა დაიბრუნოს ტერიტორიები, მათ შორის, ყირიმი.

“რატომ არ ამბობს ეს არასერიოზული რეპორტიორი, რომ სწორედ ობამამ გახადა შესაძლებელი რუსეთისთვის ყირიმის უკრაინისგან მოპარვა ერთი გასროლის გარეშეც კი? გაუკრიტიკებია ოდესმე ბეიკერს ობამას მიერ ყირიმის გაცემა? არა, ერთხელაც არა, მხოლოდ ტრამპი, მე ამ სულელურ ომთან არაფერი მქონია საერთო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უკრაინას ჯაველინები გადავეცი, ობამამ კი - თეთრეული. ეს მძინარე ჯო ბაიდენის ომია და არა ჩემი. ეს პირველივე დღიდან წაგებული იყო და არასდროს უნდა მომხდარიყო და არც მოხდებოდა, იმ დროს პრეზიდენტი რომ ვყოფილიყავი“, - წერს ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე.

მისი თქმით, ცდილობს ობამასა და ბაიდენის მიერ დატოვებული არეულობა გამოასწოროს.

„უბრალოდ ვცდილობ, ობამასა და ბაიდენის მიერ დატოვებული არეულობა გამოვასწორო. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, პუტინს არ ჰქონდა მიზეზი, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სამოქალაქო პირებისთვის, ქალაქებისა და დაბებისთვის რაკეტები ესროლა. ეს მაფიქრებინებს, რომ შესაძლოა მას არ სურს ომის შეჩერება, ის უბრალოდ ცრუ იმედს მაძლევს და სხვანაირად უნდა მოვექცეთ, „საბანკო“ თუ „მეორადი სანქციების“ მეშვეობით? ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება!!!“- წერს ტრამპი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა