ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოშვების უფლებამოსილება მიენიჭება - პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს
ზელენსკი ტრამპს: თუ რუსულ დიზელზე შეთანხმება შესაძლებელია, რატომ არ აფორმებს აშშ მსგავს გარიგებას უკრაინასთან?
Reuters: აშშ რუსული დიზელის იმპორტის დაშვებით პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ცდილობს
Russia loses another 1,390 troops in one day in war against Ukraine
Trump comments on Russia's violation of energy truce
Merz opposes Trump's diesel deal with Putin and assures Zelensky of Germany's support
Energy truce must be respected by both sides, says Kallas
Another 11 children return to Ukrainian-controlled territory

თეონა აქუბარდია - ხან ამბობენ, რომ პარტიებს აკრძალავენ, ხან ამბობენ, რომ გადაიფიქრეს, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ხაზები დაბნეულია

ნახვები: 502 თეონა აქუბარდია - ხან ამბობენ, რომ პარტიებს აკრძალავენ, ხან ამბობენ, რომ გადაიფიქრეს, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ხაზები დაბნეულია

შეუძლიათ არალეგიტიმურ პარლამენტში ძალიან ბევრი უკანონობა მიიღონ, კიდევ მეტად დააშორონ ქვეყანა დემოკრატიულ სახელმწიფოს - ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმ კონსტიტუციური პრინციპების დასაცავად, რომელსაც ივანიშვილი თავზე ახევს ქვეყანას,- ამის შესახებ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რითაც შეაფასა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს.

როგორც აქუბარდიამ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ავტორიტარიზმის გზაზეა.

„ხან ამბობს [ბიძინა ივანიშვილი], რომ პარტიებს აკრძალავს, ხან ამბობს, რომ გადაიფიქრეს, არჩევნების შემდეგ აკრძალავენ. ეს იმის მაჩვენებელია, რომ მათი პროპაგანდისტული ხაზები და ავტორიტარიზმის გზა დაბნეულია, აღარ იციან, რა გზას დაადგნენ.

შეუძლიათ, არალეგიტიმურ პარლამენტში მიიღონ ძალიან ბევრი უკანონობა. კიდევ მეტად დააშორონ ქვეყანა დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომელიც კონსტიტუციაში გვიწერია. გავაგრძელებთ წინააღმდეგობას და ბრძოლას იმ კონსტიტუციური პრინციპების დასაცავად, რომელსაც ივანიშვილი თავზე ახევს ქვეყანას“,- აღნიშნა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, პარლამენტმა პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა