ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოშვების უფლებამოსილება მიენიჭება - პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს
ზელენსკი ტრამპს: თუ რუსულ დიზელზე შეთანხმება შესაძლებელია, რატომ არ აფორმებს აშშ მსგავს გარიგებას უკრაინასთან?
Reuters: აშშ რუსული დიზელის იმპორტის დაშვებით პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ცდილობს
Russia loses another 1,390 troops in one day in war against Ukraine
Trump comments on Russia's violation of energy truce
Merz opposes Trump's diesel deal with Putin and assures Zelensky of Germany's support
Energy truce must be respected by both sides, says Kallas
Another 11 children return to Ukrainian-controlled territory

დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე - ვხედავ, უფრო დამშვიდებულია, ვფიქრობ, გარიგების დადება სურს

ნახვები: 482 დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე - ვხედავ, უფრო დამშვიდებულია, ვფიქრობ, გარიგების დადება სურს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკი უფრო დამშვიდებულია და უფრო მეტად დაინტერესებულია ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევით.

„ვხედავ, უფრო დამშვიდებულია. ვფიქრობ, სურათს ხვდება და ვფიქრობ, გარიგების დადება სურს“, - აღნიშნა ტრამპმა, როდესაც კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ვატიკანში გამართულ შეხვედრის შესახებ.

მისი თქმით, შეხვედრაზე მოკლედ განიხილეს ყირიმის საკითხი. კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მზადაა, ყირიმი დათმოს ტრამპმა უპასუხა: „ვფიქრობ, კი“.

ამასთან, დონალდ ტრამპმა მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, „შეწყვიტოს სროლა, დაჯდეს და ხელი მოაწეროს შეთანხმებას“.

მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა მშვენიერი შეხვედრა იყო.

„მშვენიერი შეხვედრა იყო. გეტყვით, რომ ეს იყო ყველაზე მშვენიერი ოფისი, რაც კი ოდესმე მინახავს“, - აღნიშნა ტრამპმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა