ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოშვების უფლებამოსილება მიენიჭება - პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს
ზელენსკი ტრამპს: თუ რუსულ დიზელზე შეთანხმება შესაძლებელია, რატომ არ აფორმებს აშშ მსგავს გარიგებას უკრაინასთან?
Reuters: აშშ რუსული დიზელის იმპორტის დაშვებით პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ცდილობს
Russia loses another 1,390 troops in one day in war against Ukraine
Trump comments on Russia's violation of energy truce
Merz opposes Trump's diesel deal with Putin and assures Zelensky of Germany's support
Energy truce must be respected by both sides, says Kallas
Another 11 children return to Ukrainian-controlled territory

ბორის პისტორიუსი - თუ უკრაინა დაეცემა, თუ პუტინი მოიგებს ამ ომს, ეს მაქსიმალურ საფრთხეს შეუქმნის ნატო-ს ტერიტორიას და მოლდოვასა და საქართველოს

ნახვები: 495 ბორის პისტორიუსი - თუ უკრაინა დაეცემა, თუ პუტინი მოიგებს ამ ომს, ეს მაქსიმალურ საფრთხეს შეუქმნის ნატო-ს ტერიტორიას და მოლდოვასა და საქართველოს

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი მიიჩნევს, რომ უკრაინის მიერ ტერიტორიული დათმობების შესახებ წინადადებები, რომლებსაც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად წარადგენს, ძალიან შორს მიმავალია და რომ წამყვანი პრინციპი სამომავლო უსაფრთხოების გარანტიები უნდა იყოს.

„უკრაინას ამის მიღწევა დამოუკიდებლად, პრაქტიკულად ერთი წლის წინ კაპიტულაციის გზით შეეძლო“, - განაცხადა ბორის პისტორიუსმა.

მისი თქმით, გერმანია გააგრძელებს უკრაინის სამხედრო დახმარებას მაშინაც კი, თუ აშშ-ის მხარდაჭერა შეწყდება და რომ ეს მკაფიოდ იყო გათვალისწინებული კოალიციურ შეთანხმებაში.

„თუ უკრაინა დაეცემა, თუ პუტინი მოიგებს ამ ომს უკრაინის ოკუპაციის თვალსაზრისით, ეს მაქსიმალურ საფრთხეს შეუქმნის ნატო-ს ტერიტორიას და სხვათა შორის, მეზობელ ქვეყნებსაც, როგორიცაა მოლდოვა და საქართველო“, - აღნიშნა პისტორიუსმა.

მისი თქმით, ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, რომ საქმე მხოლოდ უკრაინის მიმართ სოლიდარობას არ ეხება.

„საქმე მხოლოდ უკრაინის მიმართ სოლიდარობას არ ეხება, საქმე ეხება ჩვენს უსაფრთხოებას და ჩვენს მშვიდობას ევროპაში“, - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა