ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოშვების უფლებამოსილება მიენიჭება - პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს
ზელენსკი ტრამპს: თუ რუსულ დიზელზე შეთანხმება შესაძლებელია, რატომ არ აფორმებს აშშ მსგავს გარიგებას უკრაინასთან?
Reuters: აშშ რუსული დიზელის იმპორტის დაშვებით პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ცდილობს
Russia loses another 1,390 troops in one day in war against Ukraine
Trump comments on Russia's violation of energy truce
Merz opposes Trump's diesel deal with Putin and assures Zelensky of Germany's support
Energy truce must be respected by both sides, says Kallas
Another 11 children return to Ukrainian-controlled territory

პეტრე ცისკარიშვილი ბიძინა ივანიშვილზე - სანქცირებული ადამიანები, რომლებიც ვეღარ განკარგავენ საკუთარ ქონებას და ანგარიშებს, რა თქმა უნდა, ვეღარც მოიძებნებიან „ბლუმბერგის“ და „ფორბსის“ სიაში

ნახვები: 523 პეტრე ცისკარიშვილი ბიძინა ივანიშვილზე - სანქცირებული ადამიანები, რომლებიც ვეღარ განკარგავენ საკუთარ ქონებას და ანგარიშებს, რა თქმა უნდა, ვეღარც მოიძებნებიან „ბლუმბერგის“ და „ფორბსის“ სიაში
  • სანქცირებული ადამიანები, რომლებიც ვეღარ განკარგავენ საკუთარ ქონებას და ანგარიშებს, რა თქმა უნდა, ვეღარც მოიძებნებიან „ბლუმბერგის“ და ვერც „ფორბსის“ სიაში, რადგან ისინი აღარ შეესაბამებიან იმ ადამიანების ჩამონათვალს, რომლებსაც ბევრი მილიარდი აქვთ, ის მილიარდებს შოულობს ქართველი ხალხის გაღარიბებით, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი „ბლუმბერგის“ მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება.

მისი შეფასებით, ახლა ქართულმა სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს „უნდა თუ არა ისეთი ადამიანი, რომელიც ქართველების გაღარიბებით მილიარდებს შოულობს“.

„სანქცირებული ადამიანები, რომლებიც ვეღარ განკარგავენ საკუთარ ქონებას და ანგარიშებს, რა თქმა უნდა, ვერც „ბლუმბერგის“ და ვერც „ფორბსის“ სიაში ვეღარ მოიძებნებიან, რადგან ისინი აღარ შეესაბამებიან იმ ადამიანების ჩამონათვალს, რომლებსაც ბევრი მილიარდი აქვთ, მაგრამ აქ არის მეორე მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც ივანიშვილი საქართველოში ქართველების ხარჯზე შოულობს მილიარდებს, რომელსაც შეიძლება შავი ფული ვუწოდოთ, ამიტომ საბოლოო ჯამში ქართული სახელმწიფოს გადასაწყვეტია - უნდათ თუ არა ისეთი ადამიანი, რომელიც მილიარდებს ქართველების გაღარიბებით შოულობს იმისთვის, რომ დააკონპესიროს საკუთარი დასანქცირებული ქონება, დასავლეთის მხრიდან”,- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა