ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოშვების უფლებამოსილება მიენიჭება - პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს
ზელენსკი ტრამპს: თუ რუსულ დიზელზე შეთანხმება შესაძლებელია, რატომ არ აფორმებს აშშ მსგავს გარიგებას უკრაინასთან?
Reuters: აშშ რუსული დიზელის იმპორტის დაშვებით პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ცდილობს
Russia loses another 1,390 troops in one day in war against Ukraine
Trump comments on Russia's violation of energy truce
Merz opposes Trump's diesel deal with Putin and assures Zelensky of Germany's support
Energy truce must be respected by both sides, says Kallas
Another 11 children return to Ukrainian-controlled territory

ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ ადამიანების სიცოცხლეს ვაფასებთ და არა აღლუმებს

ნახვები: 479 ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ ადამიანების სიცოცხლეს ვაფასებთ და არა აღლუმებს

ჩვენ ადამიანების სიცოცხლეს ვაფასებთ და არა აღლუმებს, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებას.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტა არა დროებითი, არამედ დაუყოვნებლივი, სრული და უპირობო უნდა იყოს.

„მანიპულირების კიდევ ერთი მცდელობა: რატომღაც ყველა 8 მაისს უნდა დაელოდოს და ცეცხლი შეწყვიტოს, რათა პუტინმა აღლუმისთვის სიჩუმე მიიღოს. ჩვენ ადამიანების სიცოცხლეს ვაფასებთ და არა აღლუმებს. სწორედ ამის გვჯერა, მსოფლიოს სჯერა, რომ 8 მაისამდე ლოდინის არანაირი მიზეზი არ არსებობს. ცეცხლი უნდა შეწყდეს და არა რამდენიმე დღით, რათა შემდეგ ადამიანები კვლავ მოკლან. დაუყოვნებლივი, სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა, სულ მცირე 30 დღით გარანტირებული და სანდო, ეს არის ის, რამაც რეალური დიპლომატიის საფუძველი შეიძლება შექმნას“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ცნობისთვის, კრემლის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სამი დღით, 8-10 მაისს იმოქმედებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა