ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოშვების უფლებამოსილება მიენიჭება - პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს
ზელენსკი ტრამპს: თუ რუსულ დიზელზე შეთანხმება შესაძლებელია, რატომ არ აფორმებს აშშ მსგავს გარიგებას უკრაინასთან?
Reuters: აშშ რუსული დიზელის იმპორტის დაშვებით პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ცდილობს
Russia loses another 1,390 troops in one day in war against Ukraine
Trump comments on Russia's violation of energy truce
Merz opposes Trump's diesel deal with Putin and assures Zelensky of Germany's support
Energy truce must be respected by both sides, says Kallas
Another 11 children return to Ukrainian-controlled territory

მარკ კარნი - ავაშენებთ ძლიერ, თავისუფალ კანადას

ნახვები: 485 მარკ კარნი - ავაშენებთ ძლიერ, თავისუფალ კანადას

მაქვს კითხვა, ვინ არის მზად ჩემთან ერთად კანადის დასაცავად? ვინ არის მზად ძლიერი კანადის ასაშენებლად? - ასე მიმართა ამომრჩევლებს კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ, რომლის „ლიბერალურმა პარტიამ“ არჩევნებში გაიმარჯვა.

კარნიმ სიტყვით გამოსვლის დროს ყურადღება გაამახვილა კანადის მიმართ აშშ-ის პოლიტიკაზე და ხაზი გაუსვა, რომ შეერთებულ შტატებს სურს კანადის მიწა და რესურსები.

„ამერიკას სურს ჩვენი მიწა, ჩვენი რესურსები, ჩვენი ქვეყანა. პრეზიდენტი ტრამპი ცდილობს ჩვენს გატეხას, რათა ამერიკამ ჩვენი მისაკუთრება შეძლოს, ეს არასდროს მოხდება“, - აღნიშნა კარნიმ.

მისი თქმით, კანადა ახლა ისტორიის გარდამტეხ მომენტში იმყოფება.

„ჩვენი ძველი ურთიერთობა, რომელიც აშშ-სთან ინტეგრაციას გულისხმობდა, დასრულდა. ჩვენ გადავლახეთ ამერიკული ღალატის შოკი, ერთმანეთზე უნდა ვიზრუნოთ“, - აღნიშნა კარნიმ.

მისი თქმით, ის და დონალდ ტრამპი უახლოეს დღეებში ორი სუვერენული და დამოუკიდებელი ერის მომავალს განიხილავენ.

„ლიბერალური მთავრობა გააძლიერებს პარტნიორობას ევროპისა და სხვა ქვეყნებთან. თუ აშშ-ს აღარ სურს მსოფლიო ლიდერობის წინა პლანზე ყოფნა, კანადა იქნება“, - განუცხადა კარნიმ შეკრებილ აუდიტორიას.

მისი თქმით, იმუშავებს იმისთვის, რომ კანადას დამოუკიდებელი მომავალი ჰქონდეს.

„ერთად ჩვენ ავაშენებთ კანადას, რომელიც ჩვენი ღირებულებების ღირსია. ძლიერ კანადას, თავისუფალ კანადას, გაუმარჯოს კანადას!“ - აღნიშნა მარკ კარნიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა