ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოშვების უფლებამოსილება მიენიჭება - პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს
ზელენსკი ტრამპს: თუ რუსულ დიზელზე შეთანხმება შესაძლებელია, რატომ არ აფორმებს აშშ მსგავს გარიგებას უკრაინასთან?
Reuters: აშშ რუსული დიზელის იმპორტის დაშვებით პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ცდილობს
Russia loses another 1,390 troops in one day in war against Ukraine
Trump comments on Russia's violation of energy truce
Merz opposes Trump's diesel deal with Putin and assures Zelensky of Germany's support
Energy truce must be respected by both sides, says Kallas
Another 11 children return to Ukrainian-controlled territory

მარიამ ბაჯელიძე - ზედაპირულად ჩაატარეს ჩხრეკა - ამიხსნეს, რომ მოსულები არიან საბოტაჟის მუხლით დაწყებულ გამოძიებაზე

ნახვები: 506 მარიამ ბაჯელიძე - ზედაპირულად ჩაატარეს ჩხრეკა - ამიხსნეს, რომ მოსულები არიან საბოტაჟის მუხლით დაწყებულ გამოძიებაზე

ზედაპირულად ჩაატარეს ჩხრეკა - იცოდნენ, რომ ტელეფონი იყო მთავარი, რაც უნდა ამოეღოთ. გადაწყვიტეს, რომ ლეპტოპიც წაეღოთ, - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა, მარიამ ბაჯელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პროკურატურის წარმომადგენლების მთავარი მიზანი იყო ტელეფონის ამოღება.

„მათი მიზანი იყო ტელეფონი ამოეღოთ. პირდაპირ ეთერში რომ გავედი გაღიზიანდნენ და წამართვეს. მობილური როდესაც წაიღეს, ამიხსნეს, რომ მოსულები არიან საბოტაჟის მუხლით დაწყებულ გამოძიებაზე, ასევე უცხოეთიდან დაფინანსების შესახებ კანონი მიხსენეს. მეუბნებოდნენ, რომ ეძებდნენ რაიმე ტიპის ელექტრონულ ნივთს, ასევე კანონსაწინააღმდეგო ნივთიერებას, ან ნივთს. ჩხრეკის პროცესი ზედაპირულად ჩაატარეს. იცოდნენ, რომ ტელეფონი იყო მთავარი, რაც უნდა ამოეღოთ. გადაწყვიტეს, რომ ლეპტოპიც წაეღოთ“,- აღნიშნა ბაჯელიძემ.

ცნობისთვის, აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის სახლში ჩხრეკა დასრულდა. პროკურატურის წამომადგენლები მასთან, გამთენიისას მივიდნენ. პარალელურად, ჩხრეკა მიმდინარეობს „ნანუკას ფონდის" დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში. ასევე, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები იმყოფებიან „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის ალეკო ცქიტიშვილის სახლშიც.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა