ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოშვების უფლებამოსილება მიენიჭება - პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს
ზელენსკი ტრამპს: თუ რუსულ დიზელზე შეთანხმება შესაძლებელია, რატომ არ აფორმებს აშშ მსგავს გარიგებას უკრაინასთან?
Reuters: აშშ რუსული დიზელის იმპორტის დაშვებით პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ცდილობს
Russia loses another 1,390 troops in one day in war against Ukraine
Trump comments on Russia's violation of energy truce
Merz opposes Trump's diesel deal with Putin and assures Zelensky of Germany's support
Energy truce must be respected by both sides, says Kallas
Another 11 children return to Ukrainian-controlled territory

გიორგი ვაშაძე - რაც დღეს დილიდან საქართველოში ხდება, რას უფრო გაგონებთ, ევროპას თუ რუსეთს?

ნახვები: 488 გიორგი ვაშაძე - რაც დღეს დილიდან საქართველოში ხდება, რას უფრო გაგონებთ, ევროპას თუ რუსეთს?

რაც დღეს დილიდან საქართველოში ხდება, რას უფრო გაგონებთ, ევროპას თუ რუსეთს? - სად ხდება ასეთი რამ? რუსეთში. სად არ ხდება? ევროკავშირში, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული.

„მოდით, ჯერ კითხვა დავსვათ ძალიან კონკრეტული - აი, ახლა, დღეს დილიდან რაც ხდება საქართველოში, რას უფრო გაგონებთ, ევროპას თუ რუსეთს? სად ხდება ასეთი რამ? რუსეთში. სად არ ხდება ასეთი რამ? ევროკავშირში. ამიტომ გვინდა, რომ საქართველო იყოს დემოკრატიული სახელმწიფო, ევროკავშირის წევრი ქვეყანა, სადაც მსგავსი რამ არ მოხდება, სადაც ადამიანებს, ვინც იბრძვიან საკუთარი სამშობლოსთვის, სახლში არ შეუვარდებიან, სადაც ფეხმძიმე ქალებს, მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად, პოლიცია არ დაადგება სახლში და ასე უდიერად არ მოეპყრობა. ამიტომ, რას ვუკავშირებ?! პირველი - იმას, რომ აღიარება ვერც საერთაშორისო ასპარეზზე მოიპოვეს. მეორე - ქვეყნის შიგნით ერთიანობა და პროტესტი ვერ გატეხეს. მესამე - დაიწყეს ახლა მასობრივი წუწუნი, რომ სანქციები მათ ძალიან აწუხებთ, რომ ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი, ამიტომ ამას აკეთებენ ძალის დემონსტრირებისთვის. ასეთი რამ მხოლოდ რუსეთში ხდება. ამიტომაა ივანიშვილის რეჟიმი რუსი ივანიშვილის რეჟიმი და ამიტომ უნდა დასრულდეს ეს," - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, დღეს, დილას, პროკურატურის წარმომადგენლებმა აქტივისტების - მარიამ ბაჯელიძისა და მარიამ გეგუჩაძის, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ ბინები გაჩხრიკეს. უწყება ამ დრომდე ატარებს ჩხრეკას „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში.

პროკურატურის ცნობით, საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა