ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოშვების უფლებამოსილება მიენიჭება - პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს
ზელენსკი ტრამპს: თუ რუსულ დიზელზე შეთანხმება შესაძლებელია, რატომ არ აფორმებს აშშ მსგავს გარიგებას უკრაინასთან?
Reuters: აშშ რუსული დიზელის იმპორტის დაშვებით პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ცდილობს
Russia loses another 1,390 troops in one day in war against Ukraine
Trump comments on Russia's violation of energy truce
Merz opposes Trump's diesel deal with Putin and assures Zelensky of Germany's support
Energy truce must be respected by both sides, says Kallas
Another 11 children return to Ukrainian-controlled territory

მაიკ უოლცი - აშშ-ს ევროპის უსაფრთხოების სუბსიდირება აღარ შეუძლია

ნახვები: 515 მაიკ უოლცი - აშშ-ს ევროპის უსაფრთხოების სუბსიდირება აღარ შეუძლია

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩევლის, მაიკ უოლცის განცხადებით, შეერთებულ შტატებს ნატოელი მოკავშირეების სუბსიდირება აღარ შეუძლია.

„შეერთებულ შტატებს, 33 ტრილიონი დოლარის ოდენობის ვალით, ფაქტობრივად აღარ შეუძლია ევროპის უსაფრთხოების სუბსიდირება“, - აღნიშნა ვოლცმა New York Post-თან ინტერვიუში.

მან გაიმეორა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწოდება, რომ ნატო-ს წევრებმა თავდაცვის ბიუჯეტი მშპ-ს მინიმუმ 5%-მდე გაზარდონ.

„გავიხსენოთ, რომ 11 წლის წინ ნატო-მ - როგორც ჯგუფმა, მისმა ყველა წევრმა - აიღო ვალდებულება 2%-ის ოდენობაზე. ეს იყო მინიმალური მოთხოვნილება 2014 წელს. რა მოხდა 2014 წელს? უკრაინაში პირველი შეჭრა, ყირიმის ანექსია. ეს უნდა ყოფილიყო გამოფხიზლების ზარი, რათა ყველას მინიმალური მოთხოვნილების 100%-მდე მიეღწია“, - აღნიშნა უოლცმა.

მისი თქმით, გასაოცარია, რომ ახლა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური სახმელეთო ომის ფონზე, ნატო-ს ქვეყნები კვლავ ჩამორჩებიან.

„ჩვენ ჯერ კიდევ კარგი გზა გვაქვს გასავლელი და გავაგრძელებთ მოთხოვნას, რომ ჩვენმა მოკავშირეებმა გადაიხადონ თავიანთი სამართლიანი წილი, გაიზიარონ ეს ტვირთი“, - განაცხადა უოლცმა.

ამასთან, მისი თქმით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევა ევროპის ხელმძღვანელობით უნდა განხორციელდეს.

„ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ უკრაინისთვის მომავალში დახმარების გაწევა ევროპის ხელმძღვანელობით უნდა მოხდეს“, - აღნიშნა უოლცმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა