ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოშვების უფლებამოსილება მიენიჭება - პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს
ზელენსკი ტრამპს: თუ რუსულ დიზელზე შეთანხმება შესაძლებელია, რატომ არ აფორმებს აშშ მსგავს გარიგებას უკრაინასთან?
Reuters: აშშ რუსული დიზელის იმპორტის დაშვებით პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ცდილობს
Russia loses another 1,390 troops in one day in war against Ukraine
Trump comments on Russia's violation of energy truce
Merz opposes Trump's diesel deal with Putin and assures Zelensky of Germany's support
Energy truce must be respected by both sides, says Kallas
Another 11 children return to Ukrainian-controlled territory

დონალდ ტრამპი - დავდეთ შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, თეორიულად, 350 მილიარდ დოლარზე ბევრად მეტს ვიღებთ

ნახვები: 463 დონალდ ტრამპი - დავდეთ შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, თეორიულად, 350 მილიარდ დოლარზე ბევრად მეტს ვიღებთ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერა უკრაინასთან მინერალების შესახებ შეთანხმებას, რადგან მას სურდა, დაცული ყოფილიყვნენ.

„დღეს ჩვენ დავდეთ შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, თეორიულად, 350 მილიარდ დოლარზე ბევრად მეტს ვიღებთ, მაგრამ მე მინდოდა დაცული ყოფნა“, - აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა კვლავ გაიმეორა, რომ აშშ-მ უკრაინის დასახმარებლად 350 მილიარდი დოლარი დახარჯა, ევროპამ კი გაცილებით მცირე თანხა.

კითხვაზე, შეეძლო თუ არა შეთანხმებას რაიმე ფორმით შეეკავებინა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ტრამპმა უპასუხა: „შესაძლოა“.

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვატიკანში შეხვედრის დროს განუცხადა, რომ ძალიან კარგი იქნებოდა, თუ ხელს მოაწერდა შეთანხმებას, რადგან „რუსეთი გაცილებით დიდი და ძლიერია“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა