ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოშვების უფლებამოსილება მიენიჭება - პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს
ზელენსკი ტრამპს: თუ რუსულ დიზელზე შეთანხმება შესაძლებელია, რატომ არ აფორმებს აშშ მსგავს გარიგებას უკრაინასთან?
Reuters: აშშ რუსული დიზელის იმპორტის დაშვებით პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ცდილობს
Russia loses another 1,390 troops in one day in war against Ukraine
Trump comments on Russia's violation of energy truce
Merz opposes Trump's diesel deal with Putin and assures Zelensky of Germany's support
Energy truce must be respected by both sides, says Kallas
Another 11 children return to Ukrainian-controlled territory

აშშ-ისა და უკრაინის მიერ გაფორმებული იშვიათი მეტალების შესახებ შეთანხმება 57 სახის სასარგებლო წიაღისეულისა და აშშ-ის სამხედრო დახმარების საკითხს მოიცავს

ნახვები: 460 აშშ-ისა და უკრაინის მიერ გაფორმებული იშვიათი მეტალების შესახებ შეთანხმება 57 სახის სასარგებლო წიაღისეულისა და აშშ-ის სამხედრო დახმარების საკითხს მოიცავს

აშშ-ისა და უკრაინის მიერ გაფორმებული იშვიათი მეტალების შესახებ შეთანხმება 57 სახის სასარგებლო წიაღისეულისა­ და აშშ-ის სამხედრო დახმარების საკითხს მოიცავს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ვაშინგტონში ხელმოწერილი დოკუმენტის გაცნობის შემდეგ ავრცელებს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, აშშ-სა და უკრაინის მთავრობებს შორის გაფორმებული „აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ“ შეთანხმება პოლიტიკურ პარამეტრებს განსაზღვრავს, კერძოდ, თანამშრომლობას მინერალური რესურსების განვითარების, სასარგებლო წიაღისეულის გაყიდვისა და ამერიკული დახმარების, მათ შორის სამხედრო დახმარების საკითხებში, რომელსაც უკრაინა მომავალში მიიღებს.

მედიის ცნობით, ბევრი დეტალი, მათ შორის პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე, „ტექნიკურ შეთანხმებაში“ ჩაიწერება, რომელიც ამ ეტაპზე ხელმოსაწერად მზად არ არის.

შეთანხმების თანახმად, სასარგებლო წიაღისეულის სია, რომლის მოპოვებასაც დოკუმენტი ითვალისწინებს, შესაძლოა მხარეებს შორის კონსულტაციების შედეგად გაფართოვდეს. ამასთან, შეთანხმება სხვა სახის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასა და მისგან მიღებულ შემოსავლებს არ არეგულირებს და ასევე, არ ვრცელდება უკრაინის ინფრასტრუქტურიდან მიღებულ შემოსავლებზე.

„თუ [აშშ-ის მთავრობა] უკრაინის მთავრობას რაიმე ფორმით ახალ სამხედრო დახმარებას გაუწევს (მათ შორის, იარაღის სისტემების, საბრძოლო მასალის, ტექნოლოგიების გადაცემით ან წვრთნების გზით), ფონდში აშშ-ის შენატანი მსგავსი სამხედრო დახმარების მიახლოებითი ღირებულებით გაიზრდება“, - ნათქვამია შეთანხმებაში.

შეგახსენებთ, უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა, იულია სვირიდენკომ და აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა „აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ“ შეთანხმებას ხელი ვაშინგტონში მოაწერს. დოკუმენტის გაფორმების შემდეგ უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ შეთანხმება უკრაინაში გლობალური ინვესტიციების მოზიდვას ითვალისწინებს, ხოლო სკოტ ბესენტის თქმით, ფონდის შექმნა „მიანიშნებს რუსეთს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ერთგულია სამშვიდობო პროცესისა, რომელიც ორიენტირებულია თავისუფალ, სუვერენულ და აყვავებულ უკრაინაზე გრძელვადიან პერსპექტივაში“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა