ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოშვების უფლებამოსილება მიენიჭება - პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს
ზელენსკი ტრამპს: თუ რუსულ დიზელზე შეთანხმება შესაძლებელია, რატომ არ აფორმებს აშშ მსგავს გარიგებას უკრაინასთან?
Reuters: აშშ რუსული დიზელის იმპორტის დაშვებით პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ცდილობს
Russia loses another 1,390 troops in one day in war against Ukraine
Trump comments on Russia's violation of energy truce
Merz opposes Trump's diesel deal with Putin and assures Zelensky of Germany's support
Energy truce must be respected by both sides, says Kallas
Another 11 children return to Ukrainian-controlled territory

ე.წ ბორჯომის ბაზრის მოვაჭრეები ეჭვობენ, რომ ის, რაც დაწვას გადაურჩა, მოიპარეს

ნახვები: 529 ე.წ ბორჯომის ბაზრის მოვაჭრეები ეჭვობენ, რომ ის, რაც დაწვას გადაურჩა, მოიპარეს

ე.წ ბორჯომის ვაგზლის მიმდებარედ, გუშინ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები გადამწვარი ბაზრობის ტერიტორიაზე შეშვებას ითხოვენ.

TV პირველის ინფორმაციით, ე.წ. ბორჯომის ბაზარში დასაქმებულებს აქვთ ეჭვი, რომ ის საქონელი, რაც საწყობში დაწვას გადაურჩა, უცნობმა პირებმა მოიპარეს. ამასთან, რამდენიმე მოვაჭრემ ადგილზე პოლიციის კორდონის გარღვევა შეძლო და დამწვარი ბაზრის ტერიტორიაზე შევიდა, თუმცა ისინი პოლიციის წარმომადგენლებმა ძალის გამოყენებით გამოიყვანეს.

"ჯერ გაქურდეს, დაბომბეს ადგილები და დაწვეს, ვნახე, ადგილზე არ არის საქონელი, საწყობები ცარიელია, ქაღალდის ყუთი არ დაიწვა?! "- აცხადებენ მოვაჭრეები.

აღსანიშნავია, რომ ბორჯომის ბაზრობის ტერიტორიაზე პოლიციის ცოცხალი კედელი და რკინის ჯებირების მობილიზებაა. ადგილზე შპს "ბაქანის” დირექტორი და 35%-იანი წილის მფლობელი თორნიკე წერეთელი მოვიდა, თუმცა ის ამბობს, რომ გამოძიების დასრულებას ელოდება.

ცნობისთვის, ე.წ. ბორჯომის ბაზრის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 15 ათასამდე კვადრატული მეტრია დამწვარი. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მოვაჭრეების განცხადებით, არსებობს გონივრული ეჭვი, რომლის მიხედვითაც, ბაზრის გადაწვა კერძო ინტერესს უკავშირდება. უფრო კონკრეტულად, ხანძრამდე რამდენიმე დღით ადრე, ბაზრის ტერიტორიაზე მოვაჭრეებმა უცნობი პირი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად დააფიქსირეს, რომელიც ტერიტორიას ფოტოს უღებდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა