თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა
Ukraine needs new weapons investment, drones as priority
Germany supports Ukraine’s NATO membership – Zelensky
გიორგი გახარიას პარტია არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილებას არ შეცვლის
რვა ოპოზიციურმა პარტიამ განაცხადა, რომ უარს ამბობს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე, რის შემდეგაც ელენე ხოშტარიამ და გედევან ფოფხაძემ შიმშილობა შეწყვიტეს
გოჩა მირცხულავა: კობახიძე მემკვიდრედ ბიძინას უნდა თუ არა, ამას არა აქვს მნიშვნელობა, კობახიძეს მიაჩნია, უკვე საკუთარი თავი მემკვიდრედ
1-3 ივლისს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით
საგამოძიებო კომისია თანახმაა, გიორგი გახარია 2 ივლისს, დისტანციურად გამოკითხოს

თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ იწყება

01.05.2025 ნახვები: 296

 

თიბისის მხარდაჭერით ხვალ, 2 მაისიდან,  „ქოლგა თბილისი ფოტო" იწყება. ფოტოკვირეული წელს 24-ედ ტარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს. 

2-დან 6 მაისის ჩათვლით დამთვალიერებლებს შეუძლიათ დაესწრონ თანამედროვე ფოტოგრაფიის მოწვეული და ადგილობრივი ხელოვანების გამოფენებს, მონაწილეობა მიიღონ საინტერესო საგანმანათლებლო შეხვედრებსა და ჩაერთონ დისკუსიაში.

ფესტივალის პროგრამა:

2 მაისი 19:30 | ფოტოკონკურსი ქოლგა 2025, გახსნის ცერემონია. მუსიკალური მასპინძელი „Tape Visitors" | ფექტორი თბილისი, დავით ბაქრაძის ქ. N3.

3 მაისი 10:00 | პორტფოლიოს განხილვის სესია: ჩარლზ ფორდი, ჯაილზ კლარკი, ბაირონ სმითი, ანდრეს ბირგერი | დიზაინის ინსტიტუტი, დიმიტრი უზნაძის ქ. 82.

3 მაისი 13:00 | ანდერს ბირგერის ვორქშოფი: A workshop on your future |დიზაინის ინსტიტუტი, დომიტრი უზნაძის ქ. 82.

3 მაისი 18:00 | ჩარლზ ფორდი, გამოფენა: Fleeting Narratives: Street Photos 80s-90s | გალერეა ფოტოატელიე, პავლე ინგოროყვას ქ. 14.

3 მაისი 19:00 |მარიო ლასალანდრა, გამოფენა: Poets, Masks, Actors, Ghosts. Photographs from 1962 – 2017 | მარიო ლასალანდრას სურეალისტური პერფორმანსი1„          ს „მაჯიკოს“ ირაკლი ნასიძისეული რეინტერპრეტაცია რინა ჩერნაიას მონაწილეობით - ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი | შოთა რუსთაველის გამზ. 27.

4 მაისი 11:30 |ოთარ ყარალაშვილისა და ანდრეას ოეტკერ-კასტის ხელმძღვანელობით ფოტოწიგნის ვორქშოფი |დიზაინის ინსტიტუტი, დიმიტრი უზნაძის ქ. 82.

4 მაისი 12:00| ჩარლზ ფორდის სამუშაო შეხვედრა: ქუჩის ფოტოგრაფია - მოულოდნელის მოხელთება გაიმართება |დიზაინის ინსტიტუტი, დიმიტრი უზნაძის ქ. 82.

4 მაისი 18:00 | ბაირონ სმიტი, გამოფენა: Testament ‘22 | ვასილ პეტრიაშვილის ქ. 1.

4 მაისი 18:00| ზურაბ არაბიძე, გამოფენა: მომაკვდინებელი დუმილი|ვასილ პეტრიაშვილის ქ. 1.

5 მაისი 18:00 | Byron Smith ლექცია: Focal Points: Navigating Narratives through Photographs | თიბისი კონცეპტის მულტიფუნქცუიური სივრცე | კოტე მარჯანიშვილის ქ. 7.

5 მაისი 19:00 | Giles Clarke, ლექცია: Covering the Civilian Cost of Conflict | თიბისი კონცეპტის მულტიფუნქცუიური სივრცე | კოტე მარჯანიშვილის ქ. 7.

6 მაისი 18:00 | ანა ყაჭეიშვილი, გამოფენა: LOST HIGHWAY - Art Conference Tbilisi | გიორგი წერეთლის გასასვლელი 4.

6 მაისი 19:00 | თაკო რობაქიძე, National Geographic საქართველო - პანკისის ხეობის ხმები - მელიკ აზარიანცის სახლი |შოთა რუსთაველის გამზ. 37.

წლევანდელ კონკურსში 600-მდე ადგილობრივმა და უცხოელმა ფოტოგრაფმა, ჯამურად 820 ფოტო პროექტი წარადგინა. 2 მაისს, ქოლგა თბილისი ფოტო კვირეულის გახსნის ცერემონიაზე, გამოვლინდებიან 2025 წლის ფოტოკონკურსის გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში:  დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი, ერთი კადრი, მობილური ერთი კადრი. ასევე დასახელდებიან სპეციალური პრიზების გამარჯვებულები.

ქოლგა თბილისი ფოტო 2002 წლიდან არის ფოტოგრაფიის აღიარებული ინსტიტუცია რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს მსოფლიოში ცნობილი ავტორების გამოფენებს, ვორქშოფებსა და ლექციებს ფოტოგრაფიის აქტუალურ თემებზე. ქოლგა თბილისი ფოტო მხარს უჭერს თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას და ახალგაზრდა ხელოვანების განვითარებას.

თიბისისთვის ახალგაზრდა თაობის განათლება, მათი მხარდაჭერა და შთაგონება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ამიტომაც უკვე ორ ათწლეულზე მეტია თიბისი „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ერთგული მხარდამჭერია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა