ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოშვების უფლებამოსილება მიენიჭება - პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს
ზელენსკი ტრამპს: თუ რუსულ დიზელზე შეთანხმება შესაძლებელია, რატომ არ აფორმებს აშშ მსგავს გარიგებას უკრაინასთან?
Reuters: აშშ რუსული დიზელის იმპორტის დაშვებით პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ცდილობს
Russia loses another 1,390 troops in one day in war against Ukraine
Trump comments on Russia's violation of energy truce
Merz opposes Trump's diesel deal with Putin and assures Zelensky of Germany's support
Energy truce must be respected by both sides, says Kallas
Another 11 children return to Ukrainian-controlled territory

რევაზ კიკნაძე - ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეო, ჯერ ძველი არ ვიცი და დანაშაულის ჩადენას საფუძველი ხომ უნდა მქონდეს?!

ნახვები: 520 რევაზ კიკნაძე - ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეო, ჯერ ძველი არ ვიცი და დანაშაულის ჩადენას საფუძველი ხომ უნდა მქონდეს?!

ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე ახსენეს პროკურორებმა, ჯერ ძველი არ ვიცი და დანაშაულის ჩადენის საფუძველი ხომ უნდა მქონდეს. ავტობუსის ჯარიმაც კი არასდროს მქონია,- ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა რევაზ კიკნაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

დღევანდელ სხდომას მისი ადვოკატი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ ესწრებოდა, შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვისას მას მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა მისცა.

„არაიურიდიული სიტყვებით ვიტყვი - როცა გადაწყვეტილებას მიიღებთ, გახსოვდეთ, ცარიელი სიტყვების გამო არ მიიღოთ გადაწყვეტილება. შეიძლება რაღაც პერიოდი ადამიანი ხელისუფლებაში იყოს და ძალაუფლება შერჩეს, მაგრამ ისტორია ყველას თავის ადგილს მიუჩენს და თავის სათქმელს დაარქმევს. თქვენ შეგიძლიათ ისტორია დაწეროთ.

მიმალვის საფრთხე ახსენეს პროკურორებმა, რანაირად უნდა მივიმალო, ლისის ტბაც არ ვიცოდი სად იყო, საზღვარგარეთაც ვერ გავიქცევი, პასპორტი არ მაქვს, დამალვას საერთოდ არ ვაპირებ, დასამალი არაფერი მაქვს.

ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეო, ჯერ ძველი არ ვიცი და დანაშაულის ჩადენას საფუძველი ხომ უნდა მქონდეს. ავტობუსის ჯარიმაც კი არასდროს მქონია.

ციხის ნებისმიერი თანამშრომელი, ბადრაგიდან დაწყებული, ციხის დირექტორით დამთავრებული, ყველა გეტყვით, როგორი პიროვნებები ვართ იქ და როგორ ვიქცევით. პირიქით, ყველა იმას ამბობს, აქ რა გინდათ, ჭკუა სად ჰქონდათ, თქვენ რომ გიჭერდნენო. ნაკაშიძე მგონია ხოლმე თავი „თეთრი ბაირაღებიდან“,- განაცხადა კიკნაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა