მიხეილ სააკაშვილი: ზურაბიშვილი ზელენსკისგან ჩემს დაკავებასა და საქართველოში გადაცემას ითხოვდა
მიხეილ სააკაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, რომელიც საქართველოს ჰყოლია
ირაკლი კობახიძე: 78-ე მუხლი ევროინტეგრაციისთვის ყველა გონივრული ზომის მიღებას გულისხმობს და არა ეროვნული ინტერესების დათმობას
გოჩა მირცხულავა პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად „საქართველოს ეროვნული შეთანხმების აქტის“ პროექტს აქვეყნებს
ოკუპირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
კობახიძე: ანაკლიის პორტზე მიმდინარე სამუშაოების ღირებულება 151.4 მილიონ დოლარამდე შემცირდა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“: სტრასბურგის სასამართლომ „ფარასა“ და „გრანტების შესახებ“ კანონებზე საჩივრების განხილვა დაიწყო
ირაკლი კობახიძე: 2031 წლისთვის საქართველოში ყველა ძირითადი მაგისტრალის მშენებლობა დასრულდება

ტემი ბრიუსი - დონალდ ტრამპმა გამოთქვა მზადყოფნა, რუსეთის წინააღმდეგ მეორადი სანქციები დააწესოს

02.05.2025 ნახვები: 485

ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესოს და არსებულ შეზღუდვებს არ მოხსნის, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა განაცხადა.

კითხვაზე, განიხილავს თუ არა დონალდ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ მეორადი სანქციების დაწესებას, ბრიუსმა უპასუხა :

„ვიცით, რომ მან გამოთქვა მზადყოფნა, ეს გააკეთოს - ცხადია, ჩვენ არ ვაუქმებთ ამჟამად არსებულ არცერთ სანქციას. პრეზიდენტს სურს, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ, როგორც ერი, ვაკეთებთ, დიპლომატიური იყოს - ის ამ საკითხში ძალიან მკაფიოდ საუბრობს. ამავდროულად, მას ესმის, რომ არსებობს მსოფლიოს სხვა ნაწილიც, რომელსაც ყურადღება სჭირდება“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

ამასთან, მისი თქმით, დადგა დრო, რომ რუსეთმა და უკრაინამ წარმოადგინონ და შეიმუშაონ კონკრეტული იდეები, თუ როგორ დასრულდება კონფლიქტი.

„სახელმწიფო მდივანმა ასევე ნათლად განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სტილი შეიცვლება, შეიცვლება ჩვენი წვლილის მეთოდოლოგია იმით, რომ ჩვენ აღარ ვიქნებით შუამავლები. ცვლილებების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ კვლავ ჩართულები დავრჩებით (სამშვიდობო მოლაპარაკებებში) და დავეხმარებით ყველანაირად. თუმცა, ჩვენ აღარ ვაპირებთ სწრაფად „მსოფლიოში ფრენას“ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად. ახლა ეს ორივე მხარის (უკრაინისა და რუსეთის) პასუხისმგებლობაა და დადგა დრო, რომ მათ წარმოადგინონ და შეიმუშაონ კონკრეტული იდეები, თუ როგორ დასრულდება ეს კონფლიქტი. ეს მათზე იქნება დამოკიდებული“, - განაცხადა ტემი ბრიუსმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა